ბიზნეს შედეგები და ადამიანების განვითარება

დღესდღეობით ადამიანებს აქვთ წვდომა ცოდნაზე. მითუმეტეს, რომ ინტერნეტში უამრავი სხვადასხვა სახის უფასო რესურსია წარმოდგენილი, რომელიც ეფექტურად გვეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და უნარების შეძენაში. შესაბამისად, არ აქვს აზრი გადავიხადოთ ფული იმაში, რაც უფასოდაც არის ხელმისაწვდომი.

კვლევის თანახმად, ტრეინინგის მონაწილეთა 15% საერთოდ ვერ იყენებს ტრეინინგზე მიღებულ ცოდნას, კიდევ 70% ცდილობს გამოიყენოს მიღებული უნარები, მაგრამ წარუმატებლად და მხოლოდ 15% ახერხებს მიღებული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში.

რა იწვევს ასეთ სტატისტიკას?

კვლევის თანახმად, წარუმატებლობა 20% შემთხვევებში უკავშირდება მოსამზადებელ პერიოდში დაშვებულ შეცდომებს, 10% – ტრეინინგის პროცესის არასწორად წარმართვას, ხოლო წარუმატებელი შემთხვევების 70% დაკავშირებულია მიღებული ცოდნისა და უნარების დანერგვისათვის სათანადო გარემოს არარსებობას ტრეინინგის შემდგომ პერიოდში.

ამ ინფორმაციის გათვალისწინებით გავიხსენოთ, რომ სწავლებისათვის გამოყოფილი დროისა და ფინანსური სახსრების 10% იხარჯება მოსამზადებელ პერიოდზე, 85% თავად სატრენინგო კურზე და მხოლოდ 5% იხარჯება ტრეინინგის შემდგომ პერიოდზე.

ზემოთმოყვანილ სტატისტიკას მივყავართ დასკვნამდე – ტრეინინგს მხოლოდ შეზღუდული გავლენის მოხდენა შეუძლია შედეგებზე და ტრეინინგის 12 მონაწილიდან 10 ტყუილად ესწრება მას.

ცვლილებების განსახორციელებლად, ცხადია, მნიშვნელოვანია მონაწილეებისათვის გარკვეული ცოდნისა და უნარების გადაცემა, თუმცა რეალური შედეგების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანია მიზნობრივი ჯგუფის ქცევის შეცვლა.

რეალური ცვლილების განსახორციელებლად აუცილებელია სამი რამ შევცვალოთ – აზროვნება, ქცევა და რუტინა. ამისათვის უნდა ვუპასუხოთ სამ გამოწვევას:

  1. მონაწილეებში ცვლილებისადმი არსებული წინააღმდეგობის მართვა
  2. ცოდნიდან ამ ცოდნის გამოყენებაზე გადასვლასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა
  3. ადამიანების განვითარების პროცესის შედეგების დამტკიცება.

პირველი გამოწვევის საპასუხოდ დეველორი გთავაზობთ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა:

  • განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება
  • პროგრამების ბრენდირება
  • Edutainment – თამაშით სწავლა
  • ამუნდსენის ლიდერობის პროგრამა
  • Caribbean Adventure – სიმულაციური თამაში
  • დიპლომატიური მოლაპარაკებების სიმულაცია
  • მცირე ხანგრძლივობის სესიები
  • “True Manager” ლიდერობის აპლიკაცია
  • ენთერთრეინინგი – ონლაინ სასწავლო პლატფორმა

მეორე გამოწვევის საპასუხოდ აუცილებელია მიზნობრივი ჯგუფის შესაცვლელი ქცევის განსაზღვრა და სასწავლო პროცესის დაგეგმვა გაფართოებული სწავლების მოდელის შესაბამისად.

გაფართოებული სწავლების მოდელი გულისხმობს სასწავლო პროცესის გახანგრძლივებასა და მის გაღრმავებას დროში. გარდა სტანდარტული ტრეინინგებისა იგი გულისხმობს კომპლექსურ მოსამზადებელ პროცესს, სასწავლო ღონისძიებებს ტრენინგებს შორის პერიოდში და კომპლექსურ ტრეინინგისშემდგომ პერიოდს. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლები ახორციელებენ პროგრამის დასაწყისს კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული რეალურ პროექტებს, რაც თანამშრომლების გადამზადების პარალელურად, დამატებით ღირებულებას ქმნის კომპანიისთვის.

სულ უფრო მეტია მოთხოვნა რამდენიმე საათის ხანგრძლივობის სესიებზე, ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ მოკლევადიანი სესიების მოდელი, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში თანამშრომელთა სამუშაო დღე იწყება საათნახევარიანი სესიებით, რის შემდეგაც ისინი უბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. პროგრამა ასევე მოიცავს რამდენიმე პრაქტიკულ სესიას.

მეორე გამოწვევის დაძლევის სტრატეგიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია ლიდერობის ოპერატიული მოდელი, რომლის თანახმადაც არ არის საკმარისი მხოლოდ ფრონტის თანამშრომელთა ქცევის შეცვლა და აუცილებელია ლიდერობის ისეთი რუტინის განსაზღვრა და განხორციელება, რომელიც გავლენას ახდენს ფრონტის თანამშრომელთა ქცევაზე.

მესამე გამოწვევის წარმატებით გადაჭრისათვის მნიშნელოვანია გვახსოვდეს, რომ პროგრამის დაგეგმვა და მისი შედეგების გაზომვა ერთი და იგივე სისტემით უნდა მოხდეს. მაგალითად, დეველორში პოპულარული კირკპატრიკის მოდელი ბევრი კომპანიისთვის არის ცნობილი როგორც სასწავლო პროცესის შედეგების გაზომვის ინსტრუმეტი, თუმცა უმეტეს შემთხვევებში მის გამოყენებას უმეტეს შემთხვევებში არ მოაქვს სასურველი შედეგი. ეს იმიტომ ხდება, რომ კომპანიები სხვა მოდელით დაგეგმილი პროცესის შედეგების გაზომვას კირკპატრიკის მოდელით ცდილობენ.

იმისათვის რომ მოხდეს ტრეინინგის ეფექტიანობის ზრდა, აუცილებელია

  1. მოვახდინოთ ფოკუსირება მდგრად ცვლილებაზე
  2. ვუპასუხოთ კითხვებს: რატომ? როგორ და რა?
  3. განვახორციელოთ მხარდაჭერის სისტემა
  4. გავზომოთ და დავამტკიცოთ.

გარდა ტრეინინგის ეფექტიანობის ზრდისა ამით თქვენ გაზრდით კომპანიაში თქვენი, როგორც HR პროფესიონალის სტრატეგიულ როლს.