გაზარდეთ თქვენი თანამშრომლების სტიმული და ემოციური ჩართულობა

გაზარდეთ თქვენი თანამშრომლების სტიმული და ემოციური ჩართულობა

რეალური გავლენა ბიზნესზე თანამშრომელთა ჩართულობის გზით

თქვენი თანამშრომლების 19% ახალ სამსახურს ეძებსდროა იმოქმედოთ!

კომპანიები იკვლევენ თანამშრომელთა კმაყოფილებას კითხვარების მეშვეობით და სჯერდებიან მათ შედეგებს იმის დასადგენად, კმაყოფილები არიან თუ არა თანამშრომლები თავიანთი სამსახურით. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა კომპანიებს კმაყოფილი თანამშრომლებით, რომლებიც მოთხოვნისამებრ 9:00 – დან 17:00 – მდე მუშაობენ და ამისათვის სათანადო ანაზღაურებას იღებენ. ისინი აცხადებენ, რომ კმაყოფილები არიან, თუმცა სიამოვნებით მიიღებენ კონკურენტი კომპანიის წინადადებას ოდნავ უკეთესი ანაზღაურებით. ზოგიერთი კომპანია ზომავს თანამშრომელთა ბედნიერებას და შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ თანამშრომლები ბედნიერები არიან თავიანთი სამუშაო ადგილით, სიამოვნებით ურთიერთობენ თანამშრომლებთან, უყვართ გუნდის შეკვრის ღონისძიებები და მაინც არ ახდენენ თავიანთი პოტენციალის სრულ რეალიზებას ორგანიზაციაში.

ჩართულობის მაღალი ხარისხის მქონე კულტურები ეყრდნობიან ადამიანების ბუნებრივ სურვილს შექმნან და წვლილი შეიტანონ რაიმე მნიშვნელოვანში და სწევენ ძალისხმევას, რათა ადამიანების ეს შინაგანი საჭიროება თანხვედრაში იყოს კომპანიის მისიასა და მიზნებთან.

ჩართული, გამარჯვებაზე მომართული თანამშრომლების ყოლა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი საკითხია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებისათვის.

თანამშრომელთა ჩართულობის გაუმჯობესება არ წარმოადგენს მაგიურ ან შეუძლებელ მისიას, თუმცა მოითხოვს გააზრებულ ნაბიჯებს. კომპლექსური მიდგომით, როგორც მენეჯერებმა, ასევე თანამშრომლებმა უნდა შეძლონ შექმნან და შეინარჩუნონ გადამდებად ჩართულობითი გარემო. დეველორი, როგორც სპეიციალიზირებული გლობალური კონსულტანტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხში, მხარს უჭერს თავისი კლიენტების თანამშრომელთა ჩართულობის გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს ბიზნეს შედეგებს. გაიგეთ მეტი…

ჩართულობის მაღალი ხარისხის მქონე განყოფილებებს აქვთ მომხმარებელთა დაცვის 12%-ით უფრო მაღალი მაჩვენებელი, 18%-ით უფრო მაღალი პროდუქტიულობა და 12%-ით უფრო მაღალი მომგებიანობა (გალუპის კვლევის მიხედვით).

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თქვენი ბიზნეს შედეგების გაუმჯობესებაში თანამშრომელთა ჩართულობის უფრო მაღალი ხარისხის მეშვეობით, შეგვხვდით პირადი კონსულტაციისთვის.

*დეველორის მომხმარებლის გამოცდილების და თანამშრომელთა ჩართულობის კვლევა, 2016.

დაგვიკავშირდით!