დიაგნოსტირების ინსტრუმენტები განვითარების პროგრამების ეფექტიანობის გასაზრდელად

თავის ტკივილის დროს გვაქვს სამი არჩევანი:

1) არაფერი მოვიმოქმედოთ;

2) მივიღოთ თავის ტკივილის წამალი;

3) გამოვიკვლიოთ თავის ტკივილის მიზეზი და ვიმოქმედოდ ამ მიზეზის აღმოსაფხვრელად.

პირველ შემთხვევაში ვახდენთ პრობლემის იგნორირებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემის გამწვავება ან დამატებითი პრობლემების გაჩენა. მეორე შემთხვევაში ვახდენთ პრობლემის შედეგზე რეაგირებას, რაც პრობლემას არ აგვარებს, თუმცა დროებით მის ნეგატიურ ზემოქმედებას აჩერებს. ხოლო მესამე შემთხვევაში ვახდენთ პრობლემის მიზეზის იდენტიფიცირებას და მის გრძელვადიანი პერიოდით გადაჭრას.

ეს სამი მიდგომა შეგვიძლია განვაზოგადოთ ადამიანების ქცევებზე სამუშაო ადგილზე. თუ თქვენ ხართ გუნდის უფროსი, ორგანიზაციის ან განყოფილების ხელმძღვანელი ან უბრალოდ თანამშრომლების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლმაც აღმოაჩინეთ რომ თანამშრომლის ქცევა მისი სამუშაოს შესასრულებლად არის არაეფექტიანი, შეგიძლიათ მოიმოქმედოთ სამი რამ, ეს არის:

1) უგულვებელყოთ ადამიანის არაეფექტიანობა და დაიტოვოთ იმედი, რომ ეს პრობლემა თავისით მოგვარდება. როგორც წესი მსგავსი პრობლემები თავისით არ გვარდება, პირიქით ახდენს ნეგატიურ გავლენას სხვა თანამშრომლებზე და ზოგადად სამუშაო გარემოზე. შესაბამისად ამ მიდგომით პრობლემა არ მოგვარდება და შესაძლოა უფრო გამწვავდეს და სხვებიც ჩაითრიოს;

2) გაატაროთ ტრენინგი ან განვითარების პროგრამა, რაც შესაძლოა აღმოჩნდეს თანამშრომლის საჭიროებების შეუსაბამო, რადგან პრობლემა საფუძვლიანად არ გაქვთ შესწავლილი და შესაბამისად ამ ტრენინგის ან პროგრამის ეფექტი იქნება დაბალი ან ნულოვანი. შედეგად პრობლემა არ მოგვარდება, გაწევთ არაფექტურ ხარჯს და იქნებით იმედგაცრუებული სატრენინგო მომსახურებით.

3) გამოიკვლიოთ რა არის თანამშრომლის დაბალი ეფექტიანობის მიზეზი, განსაზღვროთ რა ქცევები უნდა იქნას დემონსტრირებული თანამშრომლის მიერ მისი ეფექტიანობის გასაზრდელად და ამის შესაბამისად შეიმუშავოთ ან დაუკვეთოთ განვითარების პროგრამა. ამ შემთხვევაში თქვენს ინტერვენციას ექნება გრძელვადიანი პოზიტიური შედეგი.

“სწავლა არის არა ღონისძიება, არამედ პროცესი” – სულ უფრო მეტი ორგანიზაცია აღიარებს ბრინკერჰოფის კვლევის გავლენას: ადამიანის განვითარების ნებისმიერი ღონისძიების ეფექტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვგეგმავთ სასწავლო პროცესს, რას ვაკეთებთ ტრენინგების დაწყებადე (20%) და რა ხდება ტრენინგების შემდეგ (70%). ცალკე აღებულ ტრენინგს აქვს მხოლოდ 10% ზეგავლენა იმ შედეგზე რა შედეგიც გვინდა მივიღოთ ამ ტრენინგის შედეგად.

ადამიანების განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის ანალიზი, რაშიც ხშირად გვეხმარება სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტები, რომლებიც გვაძლევს მკაფიო სურათს მიზნობრივი ჯგუფის არსებული მდგომარეობის, სასწავლო საჭიროებების და განვითარების შესაძლო ეფექტის შესახებ.

აღნიშნული ინსტრუმენტები განვითარების პროგარმის სამიზნე კომპეტენციების დონეს გაზომვადს ხდიან. ისინი წარმოაჩენენ ძლიერ მხარეებსა და განსავითარებელ სფეროებს, უზრუნველყოფენ სანდო საფუძველს განვითარების მიმართულებების განსაზღვრისათვის და მომავალი გაზომვის შესაძლებლობის არსებობით, ქმნიან განვითარების პროგრამის გავლენის შეფასების საფუძველს.

დეველორის მომსახურების მრავალფეროვან პორტფოლიოში წარმოდგენილია დიაგნოსტირების რამდენიმე დახვეწილი მეთოდი, რომლებიც პასუხობს ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, წარმატებით უწყობს ხელს და აფასებს განვითარების პროცესს.

დეველორი უზრუნველყოფს ინდივიდუალურ, გუნდურ და ორგანიზაციული დიაგნოსტირებას, რომელიც ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ მომხმარებელზე და სპეციფიურ საჭიროებაზე.

კომპანია დეველორი წარადგინენთ სამ თანამედროვე დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება წამყვანი ევროპული კომპანიების მიერ, ესენია:

INSIGHTS® Discovery – პიროვნული ტიპოლოგიის განმსაზღვრელი ტესტი;

გუნდის სოციორუკა – გუნდში კომუნიკაციის და თანამშრომლობის დონის განმსაზღვრელი ინსტრუმენტი;

კომპანიის ქსელის ანალიზი (CX-Ray) – ორგანიზაციაში არსებული სურათის კომპლექსური ანალიზის ინსტრუმენტი.