დაშორებული მართვა

პროგრამა სახლიდან მომუშავე ადამიანებისთვის

ლიდერებისთვის

ლიდერობა დაშორებული მუშაობისას ძალზედ მნიშვნელოვანია. ლიდერებს როგორც არასდროს ისე, ახლა მოუწევთ ზრუნვა თანამშრომლების გუნდურობაზე, ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე.

AGILE და VUCA  ლიდერობის კურსები

ინოვაციური და განვითარებაზე ფოკუსირებული პროგრამა ეძღვნება ლიდერობას VUCA-ს არაპროგნოზირებად და არასტაბილურ სამყაროში.

დაგვიკავშირდით გაიგეთ მეტი

სახლიდან მომუშავე თანამშრომლების მართვა

კონკრეტული და პრაქტიკული რჩევები ლიდერებს, რომლებსაც  უწევთ თანამშრომლების დაშორებული მართვა.

დაგვიკავშირდით გაიგეთ მეტი

სახლიდან მომუშავე თანამშრომლებისთვის

ინდივიდუალურ ჩართულობაზე და პროდუქტიულობაზე ყოყმანის საკითხი თავს იჩენს სახლში ოფისის მოწყობის დროს. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს იმედგაცრუების დაძლევაში და სამუშაო განწყობის შენარჩუნებაში.

ეფექტიანი მუშაობა სახლიდან

პრაქტიკული რჩევები სახლის პირობებში შესრულების მაღალი დონის შესანარჩუნებლად.

დაგვიკავშირდით გაიგეთ მეტი

მოქნილი სახლიდან მომუშავე თანამშრომელი

ვირტუალური შეხვედრები პიროვნული მდგრადობის მხარდასაჭერად, სტრესთან გასამკლავებლად და ჩართულობის მაღალი დონის შესანარჩუნებლად.

დაგვიკავშირდით გაიგეთ მეტი

ონლაინ სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები

 ჩვენი კონსულტანტები და ტრენერები აღჭურვილნი არიან საჭირო უნარებითა და  მიდგომებით, რაც მათ დაეხმარება თქვენი თანამშრომლებისთვის სწორი ფორმატის შერჩევასა და განხორციელებაში.

ვირტუალური სასწავლო ოთახი საშუალებას იძლევა, სატრენინგო სესიები დაემსგავსოს კლასიკურ ტრენინგებს. აღნიშნული მეთოდი საინტერესოა ახალი გამოცდილების მისაღებად, უნარების განსავითარებლად და  სასწავლო ოთახიდან  სამუშაო სივრცეში სწავლის ტრანსფორმირებისთვის.

ვირტუალური სასწავლო ოთახის დროს, მონაწილეები შეძლებენ:

  • მონაწილეობას ინტერაქტიულ პრეზენტაციებში
  • დავალებების და ამოცანების შესრულებას მცირე ჯგუფებში, ან კიდევ
  • უნარჩვევების დახვეწას სამი ადამიანისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებში

იმისათვის, რომ ჩართულობის დონე იყოს მაღალი, ვირტუალური სასწავლო ოთახი რეკომენდირებულია 6-12 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფებისთვის. ხალგრძლივობა კი არ უნდა აღემატებოდეს 120 წუთს.

ვებინარს ვიყენებთ ლექციებისთვის, ინფორმაციის და სიახლეების გასაზიარებლად ან სადისკუსიოდ. ვირტუალური სასწავლო ოთახისგან განსხვავებით, ვებინარი უფრო გარკვეული ინფორმაციის მიწოდებისა და ცოდნის გაზიარებისთვის არის გამიზნული. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვებინარს მოსაწყენი პრეზენტაციის სახე აქვს. პირიქით, კარგად მომზადებული ვებინარი ინტერაქტიული და მაღალი ჩართულობის განმაპირობებელია.

ვებინარის სესიისას:

  • დისკუსიაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ე.წ. ჩათის ფანჯრის მეშვეობით და კითხვა-პასუხის სესიის დროს
  • მონაწილეებს საკუთარი აზრის დაფიქსირება შეუძლიათ ონლაინ გამოკითხვის ან ხმის მიცემით საშუალებით
  • საკუთარ ეკრანზე არსებული მასალების გაზიარების გზით

ამგვარი ვირტუალური სესია მოსახერხებელია დიდი აუდიტორიისთვის. სესიის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 წუთს.

ამგვარი ვირტუალური ინტერაქცია რეკომენდირებულია ტრენინგ-კურსების ჩატარების შემდეგ, როგორც შემდგომი მხარდაჭერა. ონლაინ კონსულტაციის მიზანი გახლავთ განვლილი თემის გარშემო ცოდნის გაღრმავება, კონკრეტული ქეისებისა და გამოწვევების განხილვა და ტრენერის მხრიდან მხარდაჭერის მიღება.

ონლაინ კონსულტაციის დროს, ტრენერი და მონაწილეები:

  • ვიდეო ჩათის დახმარებით ხედავენ და ესმით ერთმანეთის
  • უზიარებენ ერთმანეთს და არედაქტირებენ მასალებს
  • ისევე, როგორც პირისპირ საუბრისას, განიხილავენ კონკრეტულ ქეისებს

საკითხიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია პირისპირ, ინდივიდუალური სესიების ან მინიჯგუფების (2-3 მონაწილე) ორგანიზება.

სესიის ხანგრძლივობა: 45-60 წუთი

დაშორებული ონლაინ ქოუჩინგი კარგი საშუალებაა კონკრეტული პიროვნული და/ან პროფესიული მიზნების მიღწევის პროცესში ინდივიდის მხარდასაჭერად, ან მისთვის ინდივიდუალური უკუკავშირის მისაცემად.

ონლაინ ქოუჩინგის დროს ქოუჩი და მონაწილე:

  • ვიდეო ჩატის დახმარებით ხედავენ და ესმით ერთმანეთის;
  • უზიარებენ ერთმანეთს და არედაქტირებენ მასალებს;
  • განიხილავენ ქეისებს ისე, როგორც პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში.

ონლაინ ქოუჩინგი, ისევე როგორც პირისპირ დაგეგმილი ქოუჩინგი, შესაძლოა იყოს ერთჯერადი ან შედგებოდეს რამდენიმე სესიისგან.

ერთი სესიის რეკომენდირებული ხანგრძლივობა: 60-90 წუთი

ჩვენი გუნდის მხარდაჭერით, დისტანციური მომსახურება ხორციელდება არამხოლოდ ტრენერების და კონსულტანტების მიერ, არამედ ტექნიკური გუნდის მხარდაჭერითაც, რომელიც მუდმივად მზად არის ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად.

ჩვენი ვირტუალური სასწავლო ოთახებისთვის, ვებინარებისა და გუნდური ვორქშოპებისთვის ვიყენებთ ე.წ.  ZOOM ROOM-ის შესაძლებლობას, რომლის გამოყენებაც მონაწილეებისთვის საკმაოდ მარტივია; ამას გარდა, ის კარგია ანგარიშგებისთვის. თუმც კი, როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტი, რომელიც თქვენი კომპანიისთვის უფრო მისაღებია.

 

გადადით დაშორებულ მართვაზე დეველორთან ერთად!

შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით!

 

პროგრამის შესახებ

AGILE და VUCA  ლიდერობის კურსები

ინოვაციური და განვითარებაზე ფოკუსირებული პროგრამა ეძღვნება ლიდერობას VUCA-ს არაპროგნოზირებად და არასტაბილურ სამყაროში. პროგრამა პასუხობს შემდეგს: როგორ უნდა ვიყოთ ეფექტური ლიდერები  VUCA გარემოში და როგორ ვიყოთ უფრო მოქნილები, რომ ჩვენი გუნდი ცვლილებებს მომზადებული შეხვდეს.  AGILE და LEAN  საუკეთესო პრაქტიკების დახმარებით შეძლებთ სამუშაო სტრატეგიის დაგეგმვას, სამუშაოს მართვას და თანამშრომლების მოტივირებას.

თემები:

  • მომზადება ლიდერის როლის მოსარგებად
  • გუნდისთვის „ხედვის“ ფორმულირება
  • გადაწყვეტილების მიღება და თანამშრომლების გაძლიერება
  • როლის გაცნობიერება და მიმდინარე უკუკავშირის გათვალისწინება

ფორმატი

  • 1,5 საათიანი ვებინარი, თემის წარდგენა: VUCA & AGILE ლიდერობა
  • 6 x 2 საათიანი ვირტუალური სასწავლო ოთახი (6-10 მონაწილე)
  • დამატებითი მასალები მოდულებს შორის
  • პლატფორმა გემიფიკაციის ელემენტებით
  • ტრენერთან ინდივიდუალური კონსულტაცია
წინადადებისთვის მოგვმართეთ

სახლიდან მომუშავე თანამშრომლების მართვა

ამჟამად, ყველაზე საჭირო უნარი სწორედ სახლიდან მომუშავე თანამშრომლების მართვა, მოტივირება და ზედამხედველობაა. დღეს, როდესაც „მანამდე არანორმალური იქცა ახალ ნორმად“, ყველაზე დიდი გამოწვევა სამუშაო პროცესში თანამშრომლების ჩართულობის დონის შენარჩუნებაა.

ჩვენი ონლაინ სასწავლო პროგრამები დაეხმარება მენეჯერებს გაუმკლავდნენ მოულოდნელად აღმოცენებულ ვითარებას: როდესაც თანამშრომლებს დაშორებულად, სახლიდან უწევთ მუშაობა და მთელი სამუშაო პროცესი გაურკვეველი და სწრაფად ცვალებადია.

სახლიდან მომუშავე თანამშრომლების მართვის კურსი მოიცავს ლიდერულ რუტინებსა და ადამიანების მოტივირების სტრატეგიებს, რომლის დროსაც ტექნოლოგიების გამოყენება უპირატესობაა.

 თემები

  • ლიდერული რუტინები დისტანციურად და სახლიდან მომუშავე გუნდებთან
  • შედეგზე ორიენტირებული მოტივირება და ჩართულობა
  • ტექნოლოგიების ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება (კომუნიკაცია, მხარდაჭერა, კონტროლი)
  • ემოციებისა და დისტრესის შეფასება და მართვა (სოციორუკა/Sociomapping)

ფორმატი

  • 3 x 2 საათიანი ვირტუალური კურსი
  • გუნდზე დაკვირვება ორ კვირაში ერთხელ სოციორუკის ინსტრუმენტის გამოყენებით
  • დამატებითი მასალების გაზიარება და მოდულებს შორის ინდივიდუალური მუშაობა
  • ტრენერთან ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაცია
წინადადებისთვის მოგვმართეთ

ეფექტიანი მუშაობა სახლიდან

ტექნოლოგიური პროგრესი მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო მეტ ადამიანს აძლევს  დაშორებულად მუშაობის შესაძლებლობას. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამ გამოიწვია დაშორებული მუშაობა: ცნობიერმა გადაწყვეტილებამ, იძულებამ თუ რაიმე კრიზისმა, რომლის პირობებშიც მაგალითად ახლა გვიწევს ცხოვრება. დაშორებულად მუშაობას უამრავი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ გამოწვევებიც ახლავს.

ჩვენი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ სასარგებლო რჩევებს და მინიშნებებს, თუ როგორ შეინარჩუნონ ეფექტიანობა, თუნდაც სახლიდან მუშაობის პირობებში. პროგრამის დასრულებისთანავე მონაწილეები შეძლებენ მიღებული რჩევების პრაქტიკაში გამოყენებას.

თემები

  • დაშორებული მუშაობის უპირატესობები
  • ტიპიური გამოწვევები
  • გამოწვევების დაძლევა – ეფექტიანობა დაშორებული მუშაობისას

ფორმატი

  • 90 წუთიანი ვებინარი
  • რეკომენდირებულია 40 წუთიანი კონსულტაცია 2 კვირაში ერთხელ მცირე ჯგუფებისთვის

გაიგე, როგორ უნდა გახდე პროდუქტიული სახლში!

წინადადებისთვის მოგვმართეთ

პიროვნული მდგრადობა სახლიდან მუშაობის დროს

სახლიდან მუშაობის პირველი რამდენიმე დღე შესაძლოა საკმაოდ სახალისოც იყოს. თუმცა მას მოჰყვება იმედგაცრუების ტალღა: როდესაც მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად გუნდი არ გყავთ; თითქმის 24/7 მუშაობთ და ვერსად გადიხართ; ბოლოს თქვენს გონებას მოიცავს ფრაზა: „როდის დამთავრდება ეს ყველაფერი…“

სწორედ ამგვარ ვითარებაში გვჭირდება პიროვნული მდგრადობა. არ უნდა ავყვეთ იმედგაცრუებას და, მით უმეტეს, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მართოს ჩვენი ქმედებები. უნდა შევძლოთ სტრესის განმაპირობებელი ფაქტორების აღმოჩენა, მათთან საბრძოლველად სათანადო სტრატეგიის შემუშავება და ჩვენთვის უჩვეულო ვითარებაში შინაგანი სიძლიერის დახმარებით მათთან გამკლავება.

თემები

  • რას ნიშნავს პიროვნული მდგრადობა და როგორ გამოვიმუშავოთ ის
  • სტრესის განმაპირობებელი ფაქტორების აღმოჩენა
  • ჩართულობის შესანარჩუნებლად შესაბამისი სტრატეგიების განსაზღვრა და განხორციელება

 ფორმატი

  • ინდივიდუალური დიაგნოსტირება
  • 1 საათიანი ვებინარი
  • ყოველკვირეული 45 წუთიანი ვირტუალური კონსულტაცია
  • სესიებს შორის ინდივიდუალური სამუშაო

გაიგეთ, თუ როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ გამძლეობის გამომუშავებაში.

წინადადებისთვის მოგვმართეთ

გაყიდვები ვირტუალურ სივრცეში

B2B გაყიდვების პროცესი მაინც გაგრძელდება! შექმნილი ვითარების გამო, კლიენტებთან დაკავშირება ამჟამად ონლაინ შეხვედრების ან სატელეფონო ზარების მეშვეობით ხდება. კარგად წარმართული ვირტუალური გაყიდვების პროცესი ბევრად უფრო ეფექტურიც კი შეიძლება იყოს, ზოგავს რა ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროსა და ფინანსებს. მართალია, დისტანციური გაყიდვები ახალ შესაძლებლობებს ქმნის, მაგრამ სირთულეებიც ახლავს თან.

ტრენინგის მიზანია, ვირტუალურ სამყაროში მოულოდნელად აღმოჩენილ გაყიდვების თანამშრომლებს დაეხმაროს გაყიდვების პროცესის სწორ ორგანიზებასა და მომხმარებლების ჩართულობის დონის შენარჩუნებაში.

თემები

  • შესყიდების პროცესი – რატომ ამბობენ კლიენტები „არა“-ს
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი – ვინ ახდენს გავლენას გადაწყვეტილებაზე
  • გაყიდვების პროცესი ვირტუალურ სამყაროში
  • კომუნიკაცია და ზეგავლენის მოხდენა ონლაინ სივრცეში

ფორმატი

  • 1 x 2 საათიანი და 3 x 1.5 საათიანი ვირტუალური სასწავლო ოთახი
  • დამატებითი მასალები ინდივიდუალური სამუშაოსთვის მოდულებს შორის
  • DEVELOR -ის გაყიდვების სტრატეგიული მატრიცა – როგორ მოვემზადოთ?
  • დამატებითი შესაძლებლობები: ინდივიდუალური ონლაინ ქოუჩინგი (60-90 წთ/ მონაწილე), ცოდნის გამოყენება ონლაინ – კონსულტაცია (45-60წთ/ჯგუფი)

წინადადებისთვის მოგვმართეთ

 

მიიღეთ თქვენზე მორგებული შეთავაზება!

დაგვიკავშირდით!

დეველორი, როგორც გლობალური კომპანია ადგილობრივი წარმომადგენლობით, მრავალი წლის განმავლობაში ასწავლის კორპორაციებს ვირტუალურ გუნდებთან მუშაობას და მათ მართვას.

ორგანიზაციულად ვართ ეფექტურები და სწრაფად ვმოქმედებთ!

კომპანიები, რომლებმაც ისარგებლეს ჩვენი ონლაინ კურსებით:

 

 

 

მიიღეთ თქვენზე მორგებული შეთავაზება!

დაგვიკავშირდით

მობ: +995 599 33-35-05

ელ. ფოსტა: info.georgia@develor.com