მასტერკლასი “გამბედავი ლიდერობა”

რა არის გამბედაობა და რას გულისხმობს ლიდერული გამბედაობა? როგორ განვავითაროთ გამბედაობა და რა ზეგავლენას ახდენს ეს ჩვენს პიროვნულ და პროფესიულ ცხოვრებაზე?

დეველორის გლობალურმა დირექტორმა, ჟოლტ პოზვაიმ ჩაატარა მასტერკლაზი თემაზე “გამბედავი ლიდერობა და განვითარებაზე მომართული აზროვნება”

გამბედავი კულტურის შექმნა
ლიდერობის მასტერკლასი

ლიდერული გამბედაობა ლიდერობის ერთ-ერთი საკვანძო კომპეტენცია გახდა. რისკზე წასვლა, ორგანიზაციული ცვლილებების მოხდენა, გულწრფელი და პირდაპირი კომუნიკაცია გამბედაობას ითხოვს. ბევრი გამბედავი ლიდერია თქვენს ირგვლივ, რომელსაც შეუძლია თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება? თუ პასუხი დადებითია, მაშინ თქვენ არ გჭირდებათ აღნიშნული მასტერკლასი, თუ კი პასუხი შეკითხვაზე უარყოფითია, ეს მასტეკლასი სწორე თქვენთვის არის.

აღნიშნული ინტერაქტიური სესია დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რა არის  გამბედავი კორპორატიული კულტურის საფუძველი და რომელი ინსტრუმენტები ეხმარება ლიდერს ასეთი კულტურის შექმნაში.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ქეროლ დვერკის მიერ შემუშავებული „განვითარებაზე მომართული აზროვნების“ თეორია დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ თუ რატომ აქვთ განსხვავებული შესრულება ერთნაირი კომპეტენციებისა და უნარების მქონე ადამიანებს და როგორ უნდა გადალახონ ადამიანებმა ფიქსირებული აზროვნება და მთელი ძალისხმევა მიმართონ განვითარებაზე მიმართულ აზროვნებაზე.

საკითხები:

  • რა არის გამბედაობა და საიდან მოდის მისი ფესვები?
  • გამბედაობის ოქტაგონი
  • გამბედავი კულტურის საფუძველი
  • ლიდერობის ინსტრუმენტები კულტურის შექმნისთვის
  • რას გულისხმობს ფიქსირებული აზროვნება და განვითარებაზე მომართული აზროვნება
  • როგორ გავლენას ახდენს განვითარებაზე მომართული აზროვნება შესრულებაზე
  • საჭირო ნაბიჯები