მასტერკლასი “ემოციური ინტელექტი”

“ჩვენ ვფასდებით ახალი საზომით – არა მხოლოდ იმით, თუ რამდენად ჭკვიანები ვართ, რამდენ ტრენინგს დავესწარით ან როგორია ჩვენი ექსპერტიზი

ს დონე, არამედ რამდენად კარგად შეგვიძლია საკუთარი თავისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობების წარმართვა” დანიელ გოლმანი

დეველორის სწავლებისა და განვითარების დირექტორმა, Nina Gogoladze-მ წარმატებით ჩაატარა მორიგი მასტერკლასი თემაზე “ემოციური ინტელექტი” წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებისთვის.

სატრენინგო კურსი “EQ – ემოციური ინტელექტი”

რა არის წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისათვის საჭირო ძალა, რომელზეც უნივერსიტეტებში არ გვასწავლიან?

კომპანია „დეველორის“ პროგრამა ემოციურ ინტელექტზე სწორედ ამ უხილავ ძალაზეა, რომლის არქონის შემთხვევაში ყველაზე  ჭკვიანებსაც კი გაუჭირდებათ წარმატების მიღწევა. მხოლოდ მათ შეუძიათ იყვნენ რეალიზებულები ადამიანთა გარემოცხვაში, ვისაც აქვს სხვების გაგების, მოტივირების, სხვებთან კომუნიკაციისა და ამ კომპეტენციებზე დაყრდნობით მოქმედების სურვილი და შესაძლებლობა.

დღესდღეობით ჩვენს საქმიანობაში მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად მხოლოდ საქმის კარგად ცოდნა არ არის საკმარისი. ცოდნის გარდაქმნა ხელშესახებ შედეგებად განმსაზღვრელი ფაქტორია. პიროვნება ორად ვერ გაიყოფა. ინტელექტი და ემოციები მასში მჭიდრო ურთიერთკავშირშია და ცალ-ცალკე არცერთი მათგანი არ არის სამსახურში წარმატების გარანტი. მაგალითად ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვგონია, რომ რაციონალურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, სინამდვილეში, ჩვენ მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილების მიღმა ჩვენი ემოციები დგას.

პროგრამის სრული კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • რა არის და რა არ არის ემოციური ინტელექტი?
  • კავშირი ემოციურ ინტელექტსა ( EQ ) და ინტელექტუალურ კოეფიციენტს (IQ) შორის
  • ემოციური ინტელექტის წყარო: ჩვენი ემოციური პასუხის ბიოლოგიური ფონი
  • განათლება, თვიდაჯერებულობა, თვითმოტივაცია
  • დესტრუქცული იმპულსების მართვა
  • საკუთარ თავთან დიალოგის შესწავლა და მართვა
  • შინაგანი მოტივატორების აღმოჩენა
  • ემპათიური და აქტიური მოსმენა
  • სხვებზე ზეგავლენის მოხდენა
  • ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების შემუშავება