fbpx

ლიდერობის მასტერკლასი

გამბედავი კულტურის შექმნა
ლიდერობის მასტერკლასი

სასტუმრო “ჰოლიდეი ინი”
18 მაისი, 10:00- 14:00

ლიდერული გამბედაობა ლიდერობის ერთ-ერთი საკვანძო კომპეტენცია გახდა. რისკზე წასვლა, ორგანიზაციული ცვლილებების მოხდენა, გულწრფელი და პირდაპირი კომუნიკაცია გამბედაობას ითხოვს. ბევრი გამბედავი ლიდერია თქვენს ირგვლივ, რომელსაც შეუძლია თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება? თუ პასუხი დადებითია, მაშინ თქვენ არ გჭირდებათ აღნიშნული მასტერკლასი, თუ კი პასუხი შეკითხვაზე უარყოფითია, ეს მასტეკლასი სწორე თქვენთვის არის.

აღნიშნული ინტერაქტიური სესია დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რა არის  გამბედავი კორპორატიული კულტურის საფუძველი და რომელი ინსტრუმენტები ეხმარება ლიდერს ასეთი კულტურის შექმნაში.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ქეროლ დვერკის მიერ შემუშავებული „განვითარებაზე მომართული აზროვნების“ თეორია დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ თუ რატომ აქვთ განსხვავებული შესრულება ერთნაირი კომპეტენციებისა და უნარების მქონე ადამიანებს და როგორ უნდა გადალახონ ადამიანებმა ფიქსირებული აზროვნება და მთელი ძალისხმევა მიმართონ განვითარებაზე მიმართულ აზროვნებაზე.

საკითხები:

  • რა არის გამბედაობა და საიდან მოდის მისი ფესვები?
  • გამბედაობის ოქტაგონი
  • გამბედავი კულტურის საფუძველი
  • ლიდერობის ინსტრუმენტები კულტურის შექმნისთვის
  • რას გულისხმობს ფიქსირებული აზროვნება და განვითარებაზე მომართული აზროვნება
  • როგორ გავლენას ახდენს განვითარებაზე მომართული აზროვნება შესრულებაზე
  • საჭირო ნაბიჯები

ტრენერი: ჟოლტ პოზვაი, გლობალური დირექტორი, დეველორ ინთერნეიშენალ

მასტერკლასის ღირებულება: 490 ლარი (დღგ-ს გარეშე)

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 12 ადამიანი

მასტერკლასში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info.georgia@develor.com

 

ტრენერის პროფილი

ჟოლტ პოზვაი
დეველორ ინთერნეიშნალის ქსელის ხელმძღვანელი 

საერთაშორისო ქსელის შემქნელი ბიზნეს მომსახურების სოლიდური გამოცდილებით და განსაკუთრებულად ერთგული დამოკიდებულებით ბიზნეს ეთიკისა და ადამიანური ლიდერობის მიმართ. გამოცდილი ტრენერი და სტრატეგიული კონსულტანტი, საერთაოშიროს კონფერენციების  პოპულარული  მომხსენებელი.

ეკონომისტი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული, კირკპატრიკის სერტიფიცირებული კონსულტანტი.

აღიარებები: წლის ახალგაზრდა მენეჯერი, საუკეთესო ხელმძღვანელის ჯილდო.