მინი სატრენინგო სესიები

მოქნილი და ეფექტური მინი სატრენინგო სესიები

ჩვენ კომპანიებში ხშირად ვხვდებით უნარების განვითარების ან დამოკიდებულების შეცვლის საჭიროებას, მაგრამ არ შეგვიძლია გამოვყოთ თუნდაც ერთი დღე ტრენინგისთვის. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს დატვირთული სამუშაო გრაფიკი ან მომსახურების/წარმოების საათები.

  • როგორ ვუზრუნველყოთ განვითარების პროგრამის მიზნების შესრულება, იმ დროის გათვალისწინებით, რისი გამოყოფაც შეუძლიათ კომპანიის თანამშრომლებს?
  • როგორ შევინარჩუნოთ ეფექტიანობა, შედეგიანობა და პრაქტიკის შესაძლებლობები, რომლებას იძლევა ერთ სრულ დღეს განხორციელებული ტრენინგი, მოკლე დროის მონაკვეთებში?

ჩვენი მინი სატრენინგო სესიების მიდგოით ჩვენ გთავაზობთ ტრენინგ ციკლებს, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვან თემებს საჭიროებების და ამოცანებიდან გამომდინარე, ხოლო ეს თემები დაყოფილია პატარა, მინი სატრენინგო სესიებად. სესიების ხანგრძლივობა შესაძლოა იყოს 1,5-3 საათი, სესიის კომპლექსურობის და ხელმისაწვდომი დროიდან გამომდინარე. პრაქტიკის და შეძენილი უნარების განხორციელების უზრუნველსაყოფად, ცოდნის და უნარების განვითარების სესიების შემდგომ ტარდება განცალკევებული სესია, რომელიც სრულად ეძღვნება პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

თემები და სატრენინგო ციკლის სტრუქტურა უაღრესად მოქნილია და შესაძლებელია ადვილად მოხდეს განვითარების საჭიროებებზე მორგება სატრენინგო ციკლის განხორციელების პერიოდში. ამით ჩვენ ვუზრუნველყოფთ სატრენინგო სესიების მაქსიმალურ მორგებას ორგანიზაციულ საჭიროებებზე.

თემების რაოდენობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, პროგრამა შესაძლოა გაგრძელდეს 3-4 თვე, რაც უზრუნველყოფს სამუშაო და თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას, შესაბამისად ხელს უწყობს გუნდში ხანგრძლივ ცვლილებებს და გუნდის განვითარებას.

ქვემოთ მოცემულია ახლახან განხორციელებული მსგავსი პროგრამის მონახაზი: