დეველორი მე-3 საერთაშორისო HR კონფერენციაზე

2018 წლის 16 მაისს, ჟოლტ პოზვაიმ, დეველორ ინთერნეიშნალის ქსელის ხელმძღვანელმა და გიორგი კაკულიამ,  დეველორ საქართველოს მმართველმა პარტნიორმა მონაწილეობა მიიღეს რიგით მე-3 HR კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო თბილისში საქართველოს HR პროფესიონალთა გილდიის მიერ.  კონფერენციის მთავარი მესიჯი იყო „ტექნოლოგიების ერა და HR”.

სხვა გამომსვლელებთან ერთად, 80-ზე მეტ  დამსწრე HR პროფესიონალს მიმართეს დეველორის წარმომადგენლებმაც. მათ ისაუბრეს დიაგნოსტირების ინსტრუმენტებზე, როგორც ცვლილებების მართვის და პროგრამების განვითარების ერთ-ერთ ნაწილზე.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები კარგად მიიღეს და მათი მიერ გაზიარებული ინფორმაცია საინტერესო აღმოჩნდა დამსწრეებისთვის.

რას ფიქრობს ბატონი ჟოლტი კონფერენციაზე და მასში ჩვენს მონაწილეობაზე:

თავად ფაქტი, რომ კავკასიის რეგიონი და ახლო აღმოსავლეთი ერთ-ერთი ყველაზე სწაფად განვითარებადი რეგიონებია მსოფლიოში, დიდ მნიშვნელობას ძენს ჩვენს ოფისებს საქართელოსა და აზერბაიჯანში. საკმაოდ სწრაფი ზრდა განიცადა კომპანიამ აღნიშნულ ქვეყნებში, ეს კი ადამიანების  პროფესიულად განვითარების საჭიროებამ მოითხოვა. წამყვანი კომპანიების გადაწყვეტილების მიმღები პირები კარგად ეხმაურებიან ჩვენს მიდგომებს.

წინ წამოიწია ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა: ლიდერული რუტინების და ქცევის მდგრადი ცვლილება, ასევე, ორგანიზაციის გაზომვადი ცვლილებები.

მე ვაფასებ მონაწილეთა პოზიტიურ უკუკავშირს ჩვენს მიერ გაკეთებულ პრეზენტაციაზე.  ჩვენი დიაგნოსტირების სერვისების დიდ საჭიროებას ვხედავ, მაგ: გუნდის სოციორუკა, CX-Ray (ორგანიზაციული ქსელის ანალიზი) ან INSIGTS Discovery პიროვნული ტიპოლოგიის ტესტი.

მოხარული ვარ, რომ შევძელით ინოვაციური ინსტრუმენტების, მასთან დაკავშირებული კონსულტაციების და ტრენინგები რეგიონში შემოტანა. უნდა აღვნიშნო, რომ მოთხოვნად სერვისებს შორის, მათ საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავთ“.

ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელსაც ტრენინგის მიწოდების სერვისი ოცდაათამდე ქვეყანაში აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნებში წარმომადგენლობის არსებობა გვხდის კარგ საერთაშორისო პარტნიორებად. ამრიგად, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა დავსწრებოდით საქართველოში გამართულ კონფერენციას.

თუ გსურთ, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია დეველორის ღონისძიებებთან დაკავშირებით, გვადევნეთ თვალი ჩვენი ვებ-გვერდზე და სციალურ ქსელებში.