გამბედავი ლიდერი

დღევანდელ დღეს, მუდმივად ცვალებად სამყაროში, ლიდერები არამხოლოდ კომპეტენტურები უნდა იყვნენ, არამედ ისეთ სიტუაციებსაც უნდა შეერკინონ,სადაც მოუწევთ იყვნენ მეტად გამბედავნი.

რა არის გამბედაობა, განსაკუთრებით ლიდერული გამბედაობა? როგორ შეიძლება გამბედაობამ იჩინოს თავი ლიდერების მუშაობაში? როგორ და რატომ უნდა ვიყოთ გაბედულები ჩვენთვის უსიამოვნო სიტუაციებში? მეტიც, როგორ ვუბიძგოთ სხვებს გახდნენ გაბედულები და ავაშენოთ გამბედავი კულტურა?

ჩვენი პროგრამა აღიქვამს ლიდერულ გამბედაობას, როგორც უნარს, რომლის განვითარებაც შესაძლებელია. ტრენინგი იწყება ლიდერული გამბედაობის კონცეფციის მკაფიო და დეტალური განმარტებით. პროგრამა გვაძლევს გამბედაობის განმარტებას და ეხმარება ადამიანებს შიშებთან პირისპირ შეჯახებაში  ( მათ შორის პირად შიშებთან) და მათთან გამკლავებაში (ტაბუ დადებული თემები ბიზნეს ცხოვრებაში).

გამბედაობა, რა თქმა უნდა არ არის ერთ განზომილებიანი კომპეტენცია; მისი კომპლექსურობა კარგად არის აღწერილი ჩვენი გამბედავი ლიდერობის ოქტაგონის მოდელში, რომელიც ერთის მხრივ  ვიზუალურად კარგად გამოხატავს თუ სად არის ლიდერული გამბედაობა და მეორეს მხრივ, ის საკუთარი თავის შეფასების შესანიშნავი და პრაქტიკული ინსტრუმენტია. ოქტაგონის მეშვეობით მონაწილეები ხვდებიან თუ რა დროს უნდა გამოიჩინონ გამბედაობა, როგორც ლიდერებმა.

გამბედავი კულტურა, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები – თავისი პოზიციისა თუ იერარქიის დონის მიუხედავად- იჩენენ გამბედაობას, იმისათვის,რომ მხარი დაუჭირონ ერთმანეთს და საჭიროებისას უბიძგონ ერთმანეთს. პროგრამის განმავლობაში, მონაწილეები დაეუფლებიან ახალ უნარებს, რომლებიც დაეხმარება მათ ღირებულებაზე დაფუძნებული, შესრულების მაღალი მაჩვენებლის კულტურის შექმნაში.

პროგრამის დასასრულს, ლიდერები შეძლებენ:

  • აიმაღლონ თვითშეფასება, მოერიონ შიშებსა და გახდნენ მეტად გამბედავები
  • გაარკვიონ თუ რა სფეროში არის საჭირო საკუთარი ლიდერული გამბედაობის გაძლიერება
  • დაეხმარონ სხვებს გახდნენ უფრო გამბედავები და შექმნან გამბედავი კულტურა