კომპლექსური გადაწყვეტა შრომის უსაფრთხოებაში

კომპლექსური გადაწყვეტა შრომის უსაფრთხოებაში

 

შრომისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა გამოწვევაა იმ კომპანიებისთვისაც კი, რომელთაც უკვე დანერგილი აქვთ შესაბამისი სისტემა. მით უმეტეს დიდი თავისტკივილია ეს მათთვის, ვინც ახლა დაიწყო უსაფრთხოების სისტემების დანერგვაზე მუშაობა.

რატომ ვერ ხდება ნულოვანი ინციდენტის ნიშნულის მიღწევა იმ კომპანიებშიც კი, სადაც დიდი ხანია, მუშაობს გარკვეული წესრიგი, დასაქმებულნი არიან შესაბამისი კადრები და თანამშრომლებიც ინფორმირებულნი არიან უსაფრთხოების ზომებსა და მისი დაცვის წესებზე?! ამის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, არის ერთიანი მიდგომის არარსებობა, რომელიც სისტემის შექმნით კი არ შემოიფარგლება, არამედ ითვალისწინებს თანამშრომლების პოზიტიური დამოკიდებულების ფორმირებას, მენეჯერების მაღალ ჩართულობას და უსაფრთხოების კულტურის ეფექტურ დანერგვას მთელს ორგანიზაციულ ვერტიკალზე.

დეველორის შრომის უსაფრთხოების კომპლექსური გადაწყვეტა წარმოადგენს კონსულტაციის, ტრენინგისა და ცვლილებების დანერგვის ერთიან პაკეტს, რომლის მიზანია ნულოვანი ინციდენტის მიღწევა კომპანიებში, ასევე იმ კომპანიების მომზადება და აღჭურვა, რომლებიც ახლა იწყებენ უსაფრთხოების სისტემის შემუშავებას და საჭიროებენ კვალიფიციურ მხარდაჭერას.

პაკეტი მოიცავს ოთხსაფეხურიან დახვეწილ და აპრობირებულ პროცესს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორი ინციდენტების რაოდენობის თვალსაზრისით არის ნული.

აღნიშნული პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტაზე: info.georgia@develor.com