6 მოაზროვნე ქუდის მეთოდი

პრობლემების გადაწყვეტისას ერთდროულად ძალიან ბევრი რამის გათვალისწინებას ვცდილობთ: საკითხთთან დაკავშირებული ფაქტორების განხილვა, არგუმენტების ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების მცდელობა, ახალი იდეების წინ წამოწევა, სარგებლის/ბენეფიტის დანახვა და თითოეული შესაძლებლობის ნაკლოვანებების გათვალისწინება, ა.შ. მეტიც, ჩვენ ამ ყველაფერს ერთდროულად ვაკეთებთ. შესაბამისად, გასაკვირიც არ არის,რომ ვიბნევით, ამ ყველაფერს კი დაუსრულებელ შეხვედრებამდე მივყავართ და გადაწყვეტილების მიღებამდეც ვერ მივდივართ.

ექვსი მოაზროვნე ქუდის მეთოდი გთავაზობთ ამ წინააღმდეგობრივი, გაუგებარი და უსარგებლო ფიქრების გადაჭრას. ედვარდ დე ბონოს მიერ შემუშავებული ეს სისტემა ძალიან ამარტივებს ფიქრის პროცესს, რამე თუ ის დაყოფილია ფაზებად, რაც თავის მხრივ უფრო კომპლექსურად, მოქნილად, სწრაფად და დინამიურად ახდენს პრობლემის განხილვას.

აღნიშნული მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ განავითაროს პარალელური აზროვნება, განსხვავებით იმისგან რასაც ტრადიციულად ვაკეთებთ, მაგალითად: არგუმენტირებული და კონფრონტაციული აზროვნება. ტრენინგის განმავლობაში, მონაწილეები გაეცნობიან და მიიღებენ ექვსი განსხვავებული მდგომარეობის პრაქტიკულ უნარებს, რომელიც ექვსი ქუდით იქნება სიმბოლიზირებული, მონაწილეები დაინახავენ უამრავ შესაძლებლობას,რომლის გამოყენებასაც შეძლებენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციაში. აღნიშნული კურსი, ასევე, გთავაზობთ შემოქმედებითი აზროვნების განვითარების მეთოდებს, იმისათვის რომ თავდაჯერებულები გახდნენ ის მონაწილეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნაკლებად კრეატიულები არიან ახალი იდეების შემუშავებაში.

პროგრამის დასასრულს მონაწილეები შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ აღნიშნული ყოვლისმომცველი პროცესი, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიმუშავონ კრეატიული იდეები.