გადამწყვეტი საუბრები

გადამწყვეტი საუბრები

„ერთადერთი და ყველაზე დიდი პრობლემა კომუნიკაციასთან დაკავშირებით არის ილუზია, რომ იგი შედგა.” ჯ. ბ. შოუ.

ერთი შეხედვით, აღნიშნული გამონათქვამი უცნაურადაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვესაუბრებით ერთმანეთს, განა ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ კომუნიკაციას ვამყარებთ? წარმატებული კომუნიკაცია  გულისხმობს სწორი მესიჯის გაგზავნას, ამასთან მიღებული მესიჯის სწორად გაშიფრვას. თუმცა კი, ჩვენი განსხვავებულობიდან გამომდინარე: განსხვავებული თვისებები, მიდგომები და ემოციური მდგომარეობა – სათქმელად მარტივია, შესრულებაა ცოტა რთული, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანი საუბრებისას, როდესაც პროცესში ჩართული ყველა მხარე, საკუთარი ემოციების, რწმენის, ხედვის თუ ინტერპრეტაციის ზეგავლენის ქვეშ არის.

აღნიშნული პროგრამა, იძლევა ინსტრუქციებს, თუ როგორ მოვიქცეთ ასერტიულად მძიმე და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ურთიერთობებისას, სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში.

პროგრამის პირველი ნაწილი ფოკუსირებულია ასერტიული კომუნიკაციის საბაზისო პრინციპებზე და შეიძლება ითქვას, ეხმარება გაიგოს უფრო მეტი ‘ეგოს მდგომარეობაზე’, რა უდევს ჩვენს საქციელს საფუძვლად  და რა ახდენს მასზე გავლენას. პროგრამის მეშვეობით, ისწავლით ასერტიული კომუნიკაციის საბაზისო ტექნიკებს,რომლთა გამოყენებაც თამამად შეგიძლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროგრამის მეორე ნაწილი ფოკუსირებულია არჩეული რთული სიტუაციების მართვაზე სხვადასხვა პრაქტიკული ტექნიკებისა და პროცესების გამოყენებით.

პროგრამის დასასრულს, მონაწილეები შეძლებენ:

  • კომუნიკაციისას თანამშრომლობაზე ფოკუსირებული ურთიერთობების დამყარებას;
  • საკუთარი საჭიროებების და მოლოდინების მკაფიო, მოკლე და ასერტიულ ფორმულირებას;
  • ისწავლონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ასერტიული კომუნიკაციის ტექნიკები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბრების წარმართვისას;

 

 

 

 

 

 

 

 

დეველორის სხვა პოპულარული პროდუქტები