ცვლილებების მართვა

კრიზისის გამო დაზარალებულ, ჩვენს თანამედროვე, ცოდნაზე დამყარებულ მსოფლიოში, ცვლილებები თანმდევი ელემენტია. როგორც მენეჯერი, თქვენ შესაძლოა კორპორატიული ცვლილებების აქტიური მონაწილე ან თუნდაც ლიდერი იყოთ. ჩვენი სატრენინგო კურსი გთავაზობთ თანამედროვე მიდგომებს და პრაქტიკულ უნარებს,რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ ცვლილებების ლიდერი.

დიდი შანსია კომპანიებმა განიცადონ მარცხი ან სულაც გაქრნენ,თუ არ აუწყვეს ფეხი მიმდინარე ცვლილებებს ან არ აღმოაჩინეს ახალი მიმართულებები. გარე თუ შიდა ცვლილებების გამომწვევ ფაქტორებთან გამკლავება და წარმოქმნილი სიტუაციების მართვა  მენეჯერების საქმის განუყოფელი ნაწილია. ცვლილებების მართვის თეორიები და მიდგომები ძირითადად მაინც მენეჯმენტის მაღალ დონეზე რჩება. შესაბამისად, გამოდის,რომ ისინი სთავაზობენ მეთოდებსა და გადაწყვეტილებებს მათ, ვინც რეალურად ახდენს ცვლილებებს კომპანიაში. ჩვენ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად საშუალო და საოპერაციო მენეჯმენტი ეჯახება უკვე გატარებულ და დადგენილ ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებს და არა ტოპ მენეჯმენტი, მათ მხოლოდ არსებულის მიღება და მისი გატარება უწევთ, იმის მაგივრად,რომ თავადაც მიყვნენ ამ ცვლილებების ტალღას.

არჩევანის გაკეთება რომ გიწევდეთ: იყოთ ლიდერი თუ უბრალოდ მიმდევარი, დარწმუნებულები ვართ,რომ რეფორმატორის როლში ყოფნას აირჩევდით!  როგორ შეგიძლიათ არ ჩამორჩეთ კორპორატიულ ცვლილებებზე სწრაფი ინფორმაციის დინებას? რომელი ლიდერული ხრიკები და მამოტივირებელი ინსტრუმენტები შეიძლება გამოიყენოთ იმ თანამშრომლებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კორპორატიულ ცვლილებებს? რა შეიძლება მოიმოქმედოთ, რომ რეფორმა მარცხით არ დასრულდეს, არამედ თქვენი ძალისხმევა და მუშაობა წარმატებით დაგვირგვინდეს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენი ორდღიანი ტრენინგ პროგრამა გთავაზობთ თანამედროვე მიდგომებს და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.

პროგრამის დასასრულს მონაწილეებს შეეძლებათ გაიგონ და აღიარონ ცვლილებების საჭიროება, გამოიყენონ თანამედროვე ცვლილებების მართვის ტექნიკები, შეაფასონ და ეფექტურად გაუმკლავდნენ თანამშრომელთა წინააღმდეგობას.