კონსულტაციაზე დაფუძნებული გაყიდვების პროცესი

რა განასხვავებს გაყიდვების  საუკეთესო სპეციალისტებს საშუალოსგან? მოცემული კურსი ფოკუსირებას ახდენს ორ კომპეტენციაზე: ნდობის მოპოვების უნარებსა და მომხმარებლის საჭიროებათა სათანადო გაგებაზე. აღნიშნული უნარების განვითარება წარმატების მნიშვნელოვანი საწინდარია.

გაყიდვების საკონსულტაციო პროცესი წარმოადგენს კლიენტის მოლოდინებსა და საჭიროებებზე ფოკუსირებულ, გულდასმით შემუშავებულ შეგნებულ მიდგომას გაყიდვებისადმი. იგი ხელს უწყობს გაყიდვების სპეციალისტებს, იყნენ წარმატებულნი კლიენტებთან მოლაპარაკებებზე. პროცესს საფუძვლად უდევს ცნება, რომლის თანახმადაც, თუკი მომხმარებლები ენდობიან გაყიდვების სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს მათ მათი საჭიროებების შესაბამისი პროდუქტი და ამასთანავე არსებობს შესყიდვისათვის აუცილებელი ბიუჯეტი, მაშინ არ არსებობს გაყიდვის არავითარი ბარიერი.

კურსი აღწერს გაყიდვების პროცესის ბაზრისა და კლიენტისათვის სპეციფიკურ ფაზებს, მიზნებსა და თითოეულ ეტაპზე გაყიდვების სპეციალისტის იდეალურ ქცევას, რომელიც დამოკიდებულია მომხმარებლის მოლოდინებსა და მომხმარებლის ქცევის ტიპზე (როგორც ეს აღწერილია დეველორის DDS სისტემაში)

პროცესის თითოეულ ნაბიჯზე მიბმული პრაქტიკული მიდგომებისა და კლიენტებზე მორგებული სიტუაციების მეშვეობით მონაწილეები სწავლობენ, თუ როგორ დაგეგმონ და მართონ გაყიდვებთან დაკავშირებული შეხვედრა მომხმარებელთან და ამასთანავე ფოკუსირებას ახდენენ გრძელვადიან „მოგება-მოგება“ მიდგომის შესაბამის ურთიერთობაზე.

პროგრამის დასასრულს, მონაწილეები შეძლებენ დაგეგმონ და მართონ გაყიდვების შეხვედრები მომხმარებლებთან, რის შედეგადაც მათ ექნებათ საშუალება მიაღწიონ გაყიდვების გაზრდილ რაოდენობას და უფრო მაღალ ბრუნვას.

წინაპირობები

გაყიდვების პრინციპების სატრენინგო კურსი.