CX-Ray ორგანიზაციის ქსელის ანალიზი

ორგანიზაციული ცვლილებები რეგულარულ ხასიათს ატარებს თქვენს ორგანიზაციაში? გსურთ გაიგოთ ვინ არიან “ოპინიონ“ ლიდერები კომპანიაში, ვინ უნდა იყოს ჩართული ცვლილებების განხორციელების პროცესში? გინდათ ამოიცნოთ პოტენციური ტალანტები, მენტორები ან ადამიანები ლიდერული პოტენციალით? ან კიდევ პირიქით, დაინახოთ ის ადამიანები, რომლებსაც აქვს მიდრეკილება სტრესის მიმართ, იზოლირებულები ან შეუმჩნევლები არიან, რომელთა დაკარგვაც, თქვენი ჩარევის გარეშე, მარტივია? გსურთ თქვენს ორგანიზაციასთან ან ადამიანებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ სწორ და ვიზუალურ HR ანალიტიკაზე დაყრდნობით?

კომპანიის ქსელის ანალიზი არის მეცნიერულად დადასტურებული, მოკლე ონლაინ კვლევა, რომელიც იძლევა მკაფიო სურათს ორგანიზაციაში არსებულ მდგომარეობაზე, რაც კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეხმარება კომპანიასთან ან მასში მომუშავე ადამიანებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

კვლევისას, მონაწილეებმა უნდა გასცენ პასუხი 12 შეკითხვას. თითოეული შეკვითხვისას მათ უნდა ჩამოთვალონ ის კოლეგები, რომლებისთვისაც ეს კითხვა რელევანტურია ან რომელთაც ეხებათ ის.  სრულ პროცესს, თითოეული მონაწილისთვის,  10 წუთზე მეტი დრო არ მიაქვს. შედეგად კი ვღებულობთ განსხვავებულ და კომპლექსურ ანგარიშს შემდეგ საკითხებში: პროცესის მართვა, ინფორმაციის ნაკადი, ცოდნის მართვა,  ლიდერობის პოტენციალის მქონე კანდიდატები, ცვლილებების მართვა, თანამშრომლების შენარჩუნება და წახალისება, თანამშრომლების ჩართულობა, ადაპტაცია და თანამშრომლების გადაღლილობის მონიტორინგი.

უპირატესობები:

  • 5-10 წუთიანი კვლევა
  • კომპლექსური, მიზნობრივი და ზუსტი ორგანიზაციული დიაგნოსტირება
  • შედეგების შინაარსობრივი თუ სიღრმისეული დაყოფა და პრეზენტაცია ყველა დონის უწყებებისთვის და მიზნობრივი ჯგუფებისთვის (ანგარიში აღმასრულებელი დირექტორებისთვის, კომპანიის დონეზე მომზადებული ანგარიში, ინდივიდუალური ანგარიში)
  • ბენჩმარკები, სიჯანსაღის ინდიკატორები

შედეგებზე დაყრდნობით პროფესიონალური კონსულტაციების მიღება დეველორისგან