ეფექტური შეხვედრები

დანაკარგის ეფექტი დათვლადია, მენტალური ეფექტი დამანგრეველი – ცუდი შეხვედრა კი ეფექტური შესრულების მტერი. ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება თუ როდის არის სასარგებლო და როდის საშიში სტრუქტურული სამუშაო შეხვედრების ჩატარება. მონაწილეებს, ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია სტრუქტურირებული შეხვედრების წარმართვაზე, პრობლემების აღმოჩენის  თანამედროვე მეთოდებზე და მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ მართონ რთული მონაწილეები.

შეხვედრა თუ ვორქშოპი? რა სხვაობაა მათ შორის? რა არის შეხვედრის მიზანი? როგორი უნდა იყოს მისი ხანგრძლივობა? რა სიხშირით უნდა ვატარებდეთ? ვინ უნდა იყოს მოწვეული? როგორ უნდა გავუმკლავდეთ აგრესიულ XY? და პედანტ Z? როგორ გავიგოთ რა ხდება პრობლემის მიღმა? როგორ უნდა ჩავრთოთ კოლეგები გამოსავლის ძიების პროცესში?

მოუმზადებელი და ცუდად ჩატარებული შეხვედრები, რომლებზეც არ ხორციელდება კარგი მიყოლა, ითვლება მომწამვლელად როგორც შთაბეჭდილების მოხდენაზე,ასევე, მის შემდგომ ეფექტზე. ჩვენი პროგრამა გთავაზობთ კონკრეტულ, პრაქტიკულ პასუხებს ზემოთ დასმულ კითხვებზე, რომელთა ინტეგრირება მარტივია და გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენება სასარგებლოა როგორც შეხვედრების,ასევე ვორქშოპების ჩატარებისას.

პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოამზადონ და წარმართონ შეხვედრები,რომლებიც მეტად საინტერესო და ნაკლებად არის იმედგაცრუების მომტანი.