გუნდის ეფექტური მართვა

ინდივიდების და გუნდების მართვა მენეჯერისათვის წარმოადგენს გამოწვევას განსხვავებული ელემენტებითა და გავლენის მქონე შესაძლებლობებით. პროგრამა უზრუნველყოფს გუნდის განვითარების ფაზებზე დაყრდნობით, ეფექტიანად ფუნქციონირებადი გუნდის ჩამოყალიბების უნარებს გუნდის წევრების ინდივიდუალური ძლიერი მხარეებისა და გუნდში მათი როლების, როგორც დამატებითი ღირებულების გათვალისწინებით.

ჩვენი პროგრამა ეხება ყველა სირთულესა და მენეჯერულ როლს, დაწყებული გუნდის ჩამოყალიბებიდან დამთავრებული გაერთიანების, მოტივირებულობის და კარგი შესრულების მდგომარეობამდე. იგი გთავაზობთ რთულ სიტუაციებთან გამკლავების რჩევებს, მაგალითად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, როდესაც შეინიშნება გუნდის მიერ შესრულების ხარისხის დაცემა, რა შეიძლება გაკეთდეს კონფლიქტების, ზედმეტი კონკურენციის, ნდობისა და ღრებულებათა კრიზისის დროს და ა.შ.

წარმატებული გუნდების შემოწმება წარმოაჩენს საერთო შიდა ფაქტორებს (მიზნების ცოდნა, ნდობა, უკუკავშირი და ა.შ) და ამ კომპენენტების შექმნა და შენარჩუნება მენეჯერის მოვალეობაა. მენეჯერმა უნდა გაარკვიოს, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ინდივიდს ხელი შეუწყოს გუნდის წარმატებულ მუშაობას და როგორ შეუძლია მას მოახდინოს ამ ღირებულებების სტიმულირება გუნდის წევრებში.

პროგრამის დასასრულს მონაწილეები შეძლებენ შეაფასონ გუნდში არსებული თანამშრომლობის ხარისხი, შექმნან ნდობა მენეჯერის მიმართ და იქონიონ პოზიტიური გავლენა ჯგუფის დინამიმკაზე, შედეგად კი აიყვანონ გუნდის შესრულების მაჩვენებლები უფრო მაღალ დონეზე.