ლიდერობა ჩართულობის გზით

ბევრი ლიდერი თვლის, რომ თანამშრომელთა მოტივირება ტოპ მენეჯმენტისა და HR განყოფილების მოვალეობაა, რომ სწორედ ისინი უნდა ქმნიდნენ კომპანიაში ისეთ პირობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ყველა თანამშრომლის ჩართულობას. არის კი ჩართულობა ის, რაზეც მხოლოდ ზედა დონიდან გვაქვს გავლენა? შესაძლებელია კი მასზე გავლენის მოხდენა? როგორია უშუალო ხელმძღვანელთა და საშუალო რგოლის იდერთა პასუხისმგებლობა და შესაძლებლობები თანამშრომელთა ჩართულობის ზრდაში?

engaging-leader2

პროგრამის მიზანია საშუალო დონის ლიდერების ცნობიერების ამაღლება მათ უშუალოდ დაქვემდებარებულთა ჩართულობის ხარისხის ზრდის საკითხში მათი როლის, ძალაუფლებისა და პასუხცისმგებლობის შესახებ და მათი აღჭურვა ლიდერობის სათანადო ინსტრუმენტებით.

პროგრამის მიმდინარეობისას ჩვენ ვსწავლობთ ჩართულობის სხვადასხვა მიდგომებს, კომპონენტებს, სეგმენტებსა და მამოძრავებელ ფაქტორებს, რათა მოვახდინოთ მოკლევადიან პერიოდში ცვლილებების გატარებისათვის ეფექტიანი ლიდერობის აქტივობების იდენტიფიცირება და პრაქტიკაში განხორციელება. ეს უზრუნველყოფს მყისიერ ცვლილებას საშუალო დონის ლიდერთა ცნობიერებაში და მისცემს მათ საშუალებას გამოიყენონ ლიდერობის აღნიშნული სტანდარტები და აქტივობები.

პირდაპირი გავლენის ამ ინსტრუმენტების გარდა ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ლიდერობის ისეთ აქტოვბებს, რომლებიც მისცემს საშალებას ლიდერებს გავლენა მოახდინონ თანამშრომელთა ჩართულობაზე გრძელვადიან პერიოდში.

  • ეფექტიანი რეაგირება თანამშრომლის საჭიროებებზე სამუშაო ციკლის სხვადასხვა ეტაპებზე.
  • ისეთი მოტივატორების აღმოჩენა და განვითარება, რომლებიც ცვალებადი სამუშაო ადგილების შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვანი არიან.

აღნიშნული მიდგომითა და ლიდერობის აქტივობებით საშუალო რგოლის ლიდერები უკეთ შეძლებენ თავიანთ დაქვემდებარებულთა პიროვნული საჭიროებების შეფასებას და მათი ჩართულობის ზრდისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას.

პროგრამის დასასრულს მონაწილეები შეძლებენ გაცნობიერებულად მოახდინონ დადებითი გავლენა თანასწორთა და დაქვემდებარებულთა მოტივაციისა და ჩართულობის ხარისხზე თანამშრომელთა სამუშაო ციკლის სხვადასხვა დონეზე.

პოტენციური შემდგომი კურსები:

  • განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება
  • ლიდერობის განვითარების შემდგომი პროგრამები