EQ – ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი – EQ

რა არის ის, რაც წარმატებული შესრულებისთვის არის აუცილებელი და რასაც არ გვასწავლიან უნივერსიტეტში? ჩვენი ტრენინგი ‘ემოციურ ინტელექტი’ სწორედ ამ უხილავ ძალაზეა, რომლის არქონის შემთხვევაში ყველაზე  ჭკვიანებიც კი განწირულები არიან წარუმატებლობისთვის. მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლიათ სხვების გაგება, მათ მდგომარეობაში შესვლა და მათი მოტივაცია, კომუნიკაცია, ან თუნდაც  ამ ყველაფრის ცოდნაზე დაყრდნობით მოქმედება, შეუძლიათ იყონ წარმატებულები ადამიანთა გარემოცვაში.

დღეს, სამსახურში წარმატების მისაღწევად მხოლოდ საქმის კარგად ცოდნა არ არის საკმარისი. ცოდნის შედეგებად გარდაქმნა განმსაზღვრელი ფაქტორია. ინტელექტი და ემოციები მჭიდრო ურთიერთკავშირშია და არცერთი მათგანი არ არის სამსახურში წარმატების გარანტი. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვგონია,რომ რაციონალურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ბოლოს და ბოლოს ასე გვასწავლიდნენ სკოლაში. უმეტეს შემთხვევებში ჩვენს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილების უკან ჩვენი ემოციები დგას, თუნდაც იმ გადაწყვეტილებების უკან, რომლებიც ერთი შეხედვით ძალიან რაციონალური გვგონია.

ტრენინგზე მიღებული მოკლე თეორიული მასალის გარდა, ჩვენ განვიხილავთ კავშირს ემოციებსა და შესრულებას შორის და შესაბამის ცოდნაზე დაყრდნობით, შევძლებთ თავდაჯერებულობის გამომუშავებას და კოლეგებთან სათანადო ურთიერთობების დამყარებას.  ვისწავლით საკუთარი ემოციების  ეფექტურად მართვას, იმას თუ როგორ მოვახდინოთ გავლენა კოლეგების ემოციებსა და მათ შესრულებაზე, ასევე, გავეცნობით ემპათიის დონეებს.

პროგრამის დასასრულს, მონაწილეები შეძლებენ ამოიცნონ და მართონ საკუთარი და სხვების ემოციები, გაზარდონ საკუთარი გავლენა და კომუნიკაციის უნარები და გამოიყენონ ისინი,როგოც პირად ცხოვრებაში,ასევე სამსახურში.

პოტენციური შემდგომი კურსები

  • მოტივაცია 3.0. – შინაგანი ძალა
  • სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი
  • Insights პიროვნული ეფექტიანობა
  • ასერტიული კომუნიკაცია

 

 

 

 

 

 

 

 

დეველორის სხვა პოპულარული პროდუქტები