ლიდერობის საფუძვლები

რა უდევს საფუძვლად ლიდერობას?

პროგრამა ფოკუსირდება ადამიანების მართვისათვის აუცილებელ ფუნდამენტურ ცოდნასა და კომპეტენციებზე. გარდა დეველორის სიცოცხლის ციკლის მოდელზე დაფუძნებული სიტუაციური ლიდერობის უნიკალური დამუშავებისა, მონაწილეები გაეცნობიან მოტივაციის კლასიკურ და უახლეს მეთოდებს კომპანიისათვის სპეციფიური შემთხვევებისა და სავარჯიშოების მეშვეობით.

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ლიდერები ინტუიტიურად ან გაცნობიერებულად, ჩვენ შეგვიძლია მოვეპყრათ ჩვენს კოლეგებს ჩვენი პიროვნების შესაბამისად ან მათი პროფესიონალიზმისა და მოტივაციის შესაბამისად. ლიდერობის ინტუიტიური სტილი ხშირად შესაფერისია, თუმცა მენეჯერები, რომლებიც ირჩევენ მათ დაქვემდებარებულთა შესაბამის ლიდერობის მეთოდებსა და სტილს, უფრო წარმატებულნი არიან გრძელვადიან პერიოდში.

პროგრამა ამაღლებს მენეჯერთა ცნობიერებას კომპანიის შედეგებზე ინდივიდუალური შესრულების გავლენის შესახებ და ასწავლის მათ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამ ელემენტებზე. სიტუაციური ლიდერობის მოდელი, რომელიც პროგრამის მთავარ ელემენტს წარმოადგენს, ეფუძნება დეველორის სასიცოცხლო ციკლის მოდელს. იგი წარმოაჩენს, თუ სიტუაციური ლიდერობის მოდელის რომელი ელემენტია ყველაზე ეფექტური სასიცოცხლო ციკლის ამა თუ იმ საფეხურზე.

ლიდერობის სხვადასხვა ნაცნობი სტილი გაღრმავებულია ცხოვრებისეული შემთხვევებით,უფრო მეტიც, ისინი ხორციელდება და დამუშავებულია კლიენტებზე მორგებული სიტუაციური სავარჯიშოებით. სიტუაციური ლიდერობისათვის დამახასიათებელი ოთხი ელემენტის დამუშავების გარდა, ჩვენ ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მოტივაციის კლასიკური მოდელის პრაქტიკულ ასიმილირებას და ახალი თეორიის ცნობადობის ზრდას და შიდა მოტივაციის გამოყენებადობას.

პროგრამის დასასრულს, მონაწილეები შეძლებენ:

გაცნობიერებულად იმუშავონ თითოეულ დაქვემდებარებულთან, გამოიყენონ ლიდერობის შესაბამისი სტილი და ინსტრუმენტები სასუველი შედეგის მისაღებად. უფრო მეტიც, ისინი შეძლებენ ეფექტურად განავითარონ თანამშრომლების კომპეტენციები და მოახდინონ მათი მოტივირება მაღალი შედეგების მისაღწევად.

 

 

 

 

 

 

 

 

დეველორის სხვა პოპულარული პროდუქტები