განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება

როგორი გსურს იხილოთ საკუთარი თავი და სამუშაო კულტურა თქვენს ორგანიზაციაში?

Pohar

  • ხართ მზად და ღია ახალი გამოწვევებისთვის თუ თავის არიდება გირჩევნიათ?
  • მედგრად დგახართ წარუმატებლობის დროს თუ მარტივად ყრით ფარ-ხმალს?
  • მზად ხართ მეტი ძალისხმევა ჩადოთ განვითარებისათვის და ნაყოფიერი შედეგისთვის?
  • ჩვენი მიდგომები, ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტწილად დამოკიდებულია ჩვენს დამოკიდებულებაზე. მაგრამ, როგორ ჩამოვაყალიბოთ უფრო კონსტრუქციული მიდგომები?  ამ ყველაფერს, რამდენად გვჯერა იმისა,რომ შევძლებთ განვითარებას და სწავლას თუ ვფიქრობთ რომ ჩვენი უნარები და თვისებებია სტატიკურია, საზღვრავს ჩვენი ‘განვითარებაზე მომართული აზროვნება’.ქეროლ დვერკის მიერ შემუშავებული განვითარებაზე მომართული აზროვნების თეორია  (Growth mindset), მენეჯერებსა და თანამშრომლებს ეხმარება გააცნობიერონ, რომ მათი აზროვნება, მათ მიერ შესისხლხორცებული ხედვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ პოტენციურ მიღწევებზე და განვითარებაზე.დეველორის მიერ შემოთავაზებული ვორქშოპის „განვითარებაზე მომართული აზროვნება“ განმავლობაში მონაწილეები იღებენ მკაფიო ინსტრუქციებს, თუ როგორ ამოიცნონ და დაამსხვრიონ ფიქსირებული აზროვნების მიდგომა და როგორ გააძლიერონ პოზიტიური დამოკიდებულება.აღნიშნული ვორქშოპი, დღესდღეისობით, არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამა და წარმოადგენს ლიდერობის განვითარების ან გაყიდვებისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების პროექტების საწყის წერტილს.

    ჩვენ გვჯერა დვექის თეორიის იმის შესახებ, რომ ადამიანის ინტელექტი და პიროვნება არ არის მისი თანდაყოლილი თვისებები და შესაძლებელია მათი განვითარება.

    თუ ამჩნევთ თქვენს ირგვლივ ადამიანებს, რომლებიც  რისკსა და ძალისხმევაში ხედავენ პოტენციურ წარუმატებლობას, იყავით ის ვინც მათ შეცვლის.

    თქვენი შესაძლებლობები და თვისებები არ არის ქვაში გამოთლილი.

 

დეველორის სხვა პოპულარული პროდუქტები