Insights® Discovery მეთოდოლოგია

Insights® Discovery მეთოდოლოგია

ეს, არაჩვეულებრივი პიროვნული სისტემა და მასზე დაფუძნებული სატრენინგო პროგრამა, საერთო ფერადი ენის ჩამოყალიბებით, დაგეხმარებათ განსხვავებული პიროვნული თვისებების და საჭიროებების აღმოჩენაში, ამასთან, ის იძლევა ურთიერთობების და თანამშროლობის გაუმჯობესების მიზნით ამ ყველაფრის სხვადასხვა სიტუაციებში სწორად გამოყენების შესაძლებლობას.

კომუნიკაციის დამყარება უფრო მარტივია, თუ ის ითვალისწინებს პარტნიორის საჭიროებებს, მოლოდინებს და მის პიროვნულ თვისებებს. თვისებები, მოლოდინები და საჭიროებები კი ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ჩვენი პროგრამა დაგეხმარებათ,როგორც საკუთარი თავის და სხვების უკეთ შეცნობაში, ასევე, გაგარკვევთ როგორ უნდა გამოიყენოთ მიღებული ინფორმაცია კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის მიზნით. ინსაით დისქავერის სისტემის ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის ის,რომ კარგად დამუშავებული და კომპლექსურია, ასევე, მარტივი ენით არის შედგენილი, შესაბამისად მონაწილეებისათვის საკმაოდ მარტივია შინაარსის გაგება და ტრენინგზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება.

ტრენინგ კურსში მონაწილეობამდე, ყველა მონაწილე ავსებს ინსაითის შეფასების ინსტრუმენტს, რის შემდგომაც, თითოეული მონაწილისთვის დგება ინსაით დისქავერის პირადი პროფილი. აღნიშნული პირადი პროფილის გამოყენებით, პროგრამა პირებს აძლევს შესაძლებლობას უკეთესად შეიცნონ საკუთარი თავი და გაიგონ მეტი სხვის პიროვნულ თვისებებზე და ეს ყველაფერი გამოიყენონ სხვებთან ურთიერთობისას. ინსაითის ოთხი ენერგიის ფერის – ალისფერი, მზისფერი ყვითელი,მდელოსფერი  და ცივი ლურჯი – ქმნის  საერთო ენას და ჩარჩოს, რომლზეც დაყრდნობით მონაწილეებს, მომავალში, შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა.

ინსაითის სხვადასხვა ტრენინგ პროგრამები ფოკუსირებულია პიროვნულ განვითარებაზე, გუნდურ მუშაობაზე, გაყიდვებზე და ლიდერობაზე, რომელთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

დეველორის სხვა პოპულარული პროდუქტები