Insights® Discovery პერსონალური პროფილი

Insights® დისქავერის პერსონალური პროფილი არის პიროვნული განვითარების ინსტრუმენტი, რომელიც ინდივიდებს აძლევს, როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების უკეთ შეცნობის შესაძლებლობას. აღნიშნული ინსტრუმენტი იყენებს მარტივ და დასამახსოვრებელ “ფერად სისტემას”, რომელიც ამარტივებს მთელი პროცესის გაგებას და შემდგომ მის გამოყენებას.

იმისათვის, რომ მოიპოვოთ აღნიშნული პროფილი, რომელიც, ასევე, არის წინა მოსამზადებელი ეტაპი ინსაით

დისქავერის ტრენინგისთვის, პირმა უნდა შეავსოს 25 ჩარჩოიანი პიროვნული ტიპოლოგიის შეფასების  ტესტი. შედეგად კი  ღებულობს 20+ გვერდიან პროფილს, საიდანაც ის იგებს დეტალურ ინფორმაციას საკუთარ პიროვნულ სტილზე და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ეს სხვებთან ურთიერთობისას, როგორც პირად, ასევე, პროფესიულ დონეზე. ეს ყველაფერი კი ძალიან მარტივად და გასაგებად არის გადმოცემული.

თითოეული პროფილი შეიცავს ძირითად თავს, შესავლის სახით, რომელშიც აღწერილია პიროვნების სტილი და მიდგომები, ძლიერი  და სუსტი მხარეები, საკუთარი წვლილი გუნდურ მუშაობაში, კომუნიკაციის სტილები, შეუმჩნეველი მხარეები, საპირისპირო ტიპები და რჩევები განვითარებისთვის.

შესაძლებელია პროფილის უფრო განვრცობა, სხვადასხვა თავების დამატება იმის მიხედვით თუ რომელ სფეროში სურს პირს განვითარება:

მენეჯმენტის თავი

ეხმარება მენეჯერეს გაითვალისწინოს, როგორც საკუთარი მმართველობითი სტილი, ასევე, თავისი დაქვემდებარებულების საჭიროებებიც – რომ მათ შეუნარჩუნდეთ  მოტივაცია; ასევე,  შეუქმნას მათ სათანადო სამუშაო გარემო და ამ ყველაფრის გათვალისწინებით,  მოირგოს ლიდერობის შესაბამისი სტილი.

პირადი მიღწევების თავი

ამ თავს პიროვნება მიჰყავს საკუთარი თავის შეცნობიდან განვითარებისკენ და პიროვნული ზრდისკენ, მაგ. მიზნების დასახვა, დროის მართვა ან შემოქმედებითობა.

ეფექტური გაყიდვების თავი

აღნიშნულ თავში საუბარია გაყიდვებისას ინდივიდუალურ მიდგომებზე, ასევე, სრულ პროცესებზე გავლენის მოხდენა: მომზადებისას, მიყოლისას და ა.შ.

ინტერვიუს თავი – შეიცავს დამხმარე კითხვებს შერჩევის პროცესისათვის. კითხვები ეხმარება  კანდიდატს, აიმაღლოს თვითშეფასება, დაინახოს საკუთარი ძლიერი მხარეები და ის მხარეები, რომელიც მეტად უნდა განავითაროს.

ინსაითის დისქავერის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია 30 ქვეყანაში ორმოც ენაზე.

პოტენციური შემდგომი კურსები