Insights® Discovery ფერადი ლიდერობა

ლიდერობის ჩვენი სტილი ჩვენსავე „ფერად ენერგიას“ ასახავს, რამე თუ ყველა ქცევასა და საქმეში ვაქსოვთ ჩვენს ენერგიას. როგორც ლიდერებმა, აუცილებელია გამოვიყენოთ ოთხივე ფერის ენერგია, თუმც კი ადამიანები ხშირად მათი პიროვნებისთვის მისაღებ სტილს ანიჭებენ უპირატესობას. აღნიშნული კურსი ასწავლის ლიდერებს თუ როგორ გამოიყენონ ინდივიდების პიროვნულ სტილზე მორგებული მიდგომები.  

ჩვენი პროგრამები ეფექტურ ლიდერობაზე ეხმარება ლიდერებს აღმოაჩინონ საკუთარ თავში ის ლიდერობის სტილი, რომელიც მათთვის უფრო მისაღებია, შესაბამისად განავითარონ მიდგომებიც, მოტივაცია და მიზნები, ასევე ეფექტური ინსტრუმენტების დახმარებით მოახდინონ თავისი დაქვემდებარებულების მოტივირება და მხარდაჭერა.

ინსაითის „ფერადი ლიდერობა“ გულისხმობს ოთხივე ფერის ენერგიის თავმოყრას. ჩვენი პროგრამის ფარგლებში ლიდერები მიიღებენ კონკრეტულ რჩევებს თუ როგორ აღმოაჩინონ ოთხივე ფერის ენერგია და ლიდერობის რვა განზომილება, იმისთვის რომ განავითარონ სტრატეგია, გამოსცადონ საკუთარი თავი თითოეულ აღნიშნულ სფეროში და ხელი შეუწყონ პიროვნულ განვითარებას. ეს ყოველივე გულისმობს ბალანსის შესანრჩუნებას ორ მოცემულ ამოცანას შორის: „დავალებების შესრულება“  – სასურველი შედეგის მისაღწევად სამუშაოს შესრულება – და  „ადამიანებთან ურთიერთობა“ – ვიყოთ გულწრფელი ადამიანები, ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ვართ.

პროგრამის დასასრულს მონაწილეები გაერკვევიან და ეცოდინებათ მეტი საკუთარ მოტივაციაზე, ლიდერობის სტილსა და კომპეტენციებზე. შეძლებენ თავისი ლიდერობის სტილის გამოყენებას სხვადასხცვა სიტუაციებში, წარმატების მისაღწევად საკუთარი თავის და დაქვემდებარებულების მოტივირებას.

წინაპირობა

ინსაიდ დისქავერი- პიროვნული ეფექტიანობა

პოტენციული შემდგომი კურსები

  • ინსაითის გუნდის ეფექტურობა
  • მოტივაცია 3.0 – შინაგანი ძალა
  • EQ – ემოციური ინტელექტი
  • ქოუჩინგი ლიდერებისთვის