Insights® Discovery პიროვნული ეფექტურობა

დასამახსოვრებელი და ფერადი ენით“  აღწერილი პროგრამა მონაწილეებს ეხმარება პიროვნების განსხვავებული ტიპების და მოთხოვნების შეცნობაში, სხვადასხვა სიტუაციებში მიღებული ინფორმაციის გამოყენებასა და პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესებაში.

კომუნიკაცია ბევრად ეფექტურია, როდესაც გათვალისწინებულია პარტნიორის საჭიროებები და მოლოდინები და ხდება მათი მორგება პარტნიორის პიროვნების სტილზე.

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია: სტილი, მოლოდინები და საჭიროებები ყველას განსხვავებული აქვს.

აღნიშნული პროგრამა გვეხმარება მეტი გავიგოთ საკუთარ თავზე და სხვებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის გამოყენება ეფეტური კომუნიკაციის დასამყარებლად.

კურსის დაწყებამდე ყველა მონაწილე ავსებს ინსაითის პიროვნული ტიპოლოგიის ტესტს, რომელზე დაყრდნობითაც  თითოეული მონაწილისთვის დგება და მუშავდება ინსაით დისქავერის პირადი პროფილი. აღნიშნული პროფილის მეშვეობით, მონაწილეები უფრო მეტს იგებენ საკუთარი თუ სხვების პიროვნულ ტიპებზე, რაც კომუნიკაციის ეფექტურად წარმარმართვის შესაძლებლობას იძლევა. ინსაითის „ოთხი ფერის ენერგია“ – ალისფერი, მზისფერი ყვითელი, მდელოსფერი  და ცივი ლურჯი – ქმნის დასამახსოვრებელ და მარტივ ენას, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს სამომავლოდ ურთიერთობების წარმართვაში.

პროგრამის დასასრულს, მონაწილეები მეტად შეიცნობენ საკუთარ თავს, გაიგებენ მეტს პიროვნების ტიპებზე და შეძლებენ ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას კოლეგებთან  და თანამშრომლებთან.

წინაპირობა

ინსაით დისქავერის პიროვნული ტიპოლოგიის პროფილი

პოტენციუღი შემდგომი კურსები

  • Insights® Discovery პიროვნული ეფექტურობა (გაძლიერებული კურსი)
  • Insights® Discovery გუნდური მუშაობის ეფექტურობა
  • Insights® Discovery „ფერადი ლიდერობა“
  • Insights® Discovery გაყიდვების ეფექტურობა