Insights® Discovery პიროვნული ეფექტურობა (მაღალი დონე)

პროგრამა მიმოიხილავს „ფერადი ენერგიების“ ბალანსის შენარჩუნების წესებს  6 საკითხის გარშემო. „მიზნების დასახვა“, „პრობლემების კრეატული გზით გადაწყვეტა“ და „დროის მენეჯმენტი“ გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ეფექტურობის მიღწევაში. ჩვენი მიზნების განხორციელებისთვის მხარდამჭერების პოვნაში შემდეგი მოდულები დაგეხმარებათ:  „თანამშრომლობა“, „რთული პარტნიორების მართვა“ და „უკუკავშირის მიცემა“.  მთავარი მიზანია მონაწილეებმა გონივრულად შეძლონ ოთხივე ფერის ენერგიის გამოყენება.

ინსაით დისქავერის სისტემის შეცნობის შემდგომ ჩვენ გავიგებთ მეტს საკუთარ ღირებულებებზე, ძლიერ და სუსტ მხარეებზე. მხარდაჭერის გარეშე, ყოველდღიურად, იმ „ფერადი ენერგიის“ გაუმჯობესება, რომელიც ჩვენ გვაკლია,  საკმაოდ რთულია. ინსაითის პიროვნული ეფექტურობის გაძლიერებული ტრენინგი თითოეულ მონაწილეს  დაეხმარება განვითარდეს სამსახურთან დაკავშირებულ ექვს სხვადასხვა სფეროში.

„ფერადი ენერგიის“  ზომიერი და გონივრული გამოყენება გვეხმარება სიტუაციების, ამოცანების ან პრობლემების  ეფექტურად აღქმაში და შეფასებაში, რაც თავის მხრივ  დიდ როლს ასრულებს საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.  ამავდროულად, ჩვენი მხარდამჭერების რიცხვის გაზრდით, ჩვენი საქმიანი ურთიერთობები, გუნდში მუშაობა და შედეგებიც კი უმჯობესდება. ინსაით დისქავერის მეთოდოლოოგიის წყალობით კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები  ბევრად უმჯობესდება და ვითარდება.

ტრენინგის განმავლობაში ჩვენ ვეხმარებით მონაწილეებს, სხვადასხვა მარტივი მოდელების გამოყენებით, სწრაფად და მარტივად ძველი და ახლად შეძენილი ცოდნის გადმოტანას ყოველდღიურ სიტუაციებში.

პროგრამის დასასრულს, მონაწილეები შეძლებენ მიზნების ეფექტურად დასახვას, პრობლემების თავდაჯერებულად გადაჭრას, მორგებული დროის მენეჯმენტის სტრატეგიის განვითარებას, სხვებთან წარმატებულ და ეფექტურ თანამშრომლობას.

წინაპირობა

ინსაითის პიროვნული ეფექტურობა