Insights® Discovery გაყიდვების ეფექტურობა

შესაძლოა ვფიქრობთ, რომ გაყიდვების სფეროში მუშაობა ნებისმიერს შეუძლია. თითქოს ყველამ ვიცით გაყიდვების აგენტის ამოცანები, მიუხედავად იმისა მომხმარებლები ვართ თუ გაყიდვების აგენტები.  მაგრამ! ვიცით კი სინამდვილეში რა ხდის გაყიდვების აგენტს წარმატებულს? აღნიშნული კურსის ფარგლებში გაიგებთ თუ როგორ უნდა გაზარდოთ გაყიდვები თქვენი დამოკიდებულების, უნარების და ქცევის გაუმჯობესების გზით.

კურსის განმავლობაში  მონაწილეები თეორიის მოსმენის გარდა, დეველორის კლიენტების მატრიცის მიხედვით, შეძლებენ თავიანთ კონკრეტულ ორ მომხმარებელზე      ქეისის მომზადებას და შექმნილი სტრატეგიის გამოყენებას კურსის დასრულებისთანავე.

პროგრამის განმავლობაში, დეველორის გაყიდვების მოდელის მიხედვით, მიმოვიხილავთ გაყიდვების სრულ პროცესს, ასევე, განვიხილავთ თუ როგორ უნდა ვიყოთ მეტად ეფექტურები ჩვენი ძლიერი მხარეების და ინსაითის ფერადი ენერგიის დახმარებით. აღნიშნულის გარდა, კურსის ფარგლებში  იმ ქცევებსა და სტრატეგიებსაც შევეხებით, რომლებიც ხელს უწყობენ გაყიდვების სფეროში წარმატების მიღწევას. მონაწილეები ისწავლიან გაყიდვებში ისნაითის ძირითადი  პრინციპების გამოყენებას და დაგეგმილი სავარჯიშოების მეშვეობით შესაძლებლობა მიეცემათ პრაქტიკაში გამოსცადონ და შემდგომ განავითარონ ინსაითის ცოდნა გაყიდვების სფეროში.

პროგრამაში ინსაით  დისქავერის პირადი პროფილის  და ეფექტური გაყიდვების თავი ინდივიდებს ეხმარება საკუთარი გაყიდვების სტილის აღმოჩენაში და იმის დანახვაში თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია ამას გაყიდვების პროცესის თითოეულ ეტაპზე.

პროგრამის დასასრულს, ოთხივე ფერის ენერგიის გამოყენებით, მონაწილეები შეძლებენ მომხმარებელთა სტილის, საჭიროებების და გაყიდვების სიტუაციის მიხედვით გაყიდვების ეფექტიანობის გაზრდას.

წინაპირობა

ინსაით დისქავერის პიროვნული ეფექტიანობა

შესაძლო შემდგომი კურსები

  • ინსაითის პიროვნული ეფექტიანობა -გაძლიერებული
  • მოლაპარაკებების უნარები
  • სტრატეგიული მენეჯმენტი