Insights® Discovery გუნდის ეფექტურობა

თითოეული ჩვენთაგანი სხვადასხვა გუნდის წევრია, მისი ნაწილია, შესაბამისად ჩვენი წარმატება ასევე, დამოკიდებულია ამ გუნდის წევრებზეც.  დეველორის ახალი პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია ინსაითის პიროვნების  ტიპებზე და საკუთარი თავის ცოდნაზე – გუნდებს მეტად ეფექტურს ხდის, რამე თუ ის ფოკუსირებულია არამარტო ცალკე ინდივიდების განვითარებაზე, არამედ მთლიანი გუნდის განვითარებაზე.

აღნიშნული პროგრამა იწყება მთლიანი გუნდის ენერგიის ფერის ანალიზით. ჩვენ ვააშკარავებთ ცალკეული ინდივიდების მიერ გუნდში შეტანილ წვლილს, რაც თავისთავად განაპირობებს გუნდის ეფექტურ მუშაობას. გვეცოდინება რა ‘გუნდის ფერის ძლიერი ენერგია’, შევძლებთ აღვწეროთ გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები. იმისათვის რომ გავარკვიოთ  თუ როგორ არის სამუშაო გადანაწილებული, ჩვენ თითოეულ თანამშრომელთან ცალ-ცალკე ვმუშაობთ, მაგრამ მაინც ფოკუსირებული ვართ გუნდის საერთო მიზანზე.

ინსაითის პირადი ეფექტურობის ტრენინგი, საერთო წარმატების მიღწევისთვის,  იძლევა ფერადი ენერგიის კონსტრუქციულად გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნულ კურსის გავლის რეკომენდაციას ვუწევთ, ასევე, ახლად შექმნილ ჯგუფებსას.

პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს ეცოდინებათ თავისი გუნდის ძლიერი მხარეები, შესაძლო სუსტი მხარეები და საერთო შედეგის მიღწევისათვის შეძლებენ გუნდის წევრების მხარდაჭერას ისე, რომ თითოეულმა საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავი.

წინაპირობა

  • ინსაითის პირუვნული ეფექტურობის ტრენინგი
  • ინსაით დისქავერის – პირადი ანგარიში ( ბოლო 1 წლის განმავლობაში შექმნილი)

შესაძლო შემდგომი კურსები

  • ინსაითის პიროვნული ეფექტურობა – მაღალი დონე
  • გუნდების დისტანციურად მართვა
  • მულტიკულტურული კომუნიკაცია