ქოუჩინგი ლიდერებისთვის

ლიდერის შესრულება უპირველეს ყოვლისა ხასიათდება მისი გუნდის წევრების შესრულების ხარისხით. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენ ძალისხმევას ხარჯავს იგი თანამშრომელთა ეფექტიანობის ზრდისთვის. ქოუჩინგი წარმოადგენს მენეჯერული ინსტრუმენტების კარგად ცნობილი ნაწილი, თუმცა ლიდერთა მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს მას ადეკვატურად და იღებს მოსალოდნელი შედეგებს.

დღევანდელი წარმატებული შესრულება შესაძლოა ხვალ სუსტი აღმოჩნდეს. ადამიანი, რომელსაც არ აქვს უნარი გაცნობიერებულად განავითაროს ტავისი უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, ვერ იქნება წარმატებული გრძელვადიან პერიოდში. მენეჯერის ერთ-ერთ უპირველეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს დაქვემდებარებულთა განვითარება და გაძლიერება მომავალი გამოწვევების გადაჭრისათვის. გუნდის წარმატება ლიდერის წარმატებაა.

ლიდერობის ქოუჩინგის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს უზრუნველყოს ეფექტიანი ლიდერობა გრძელვადიან პერიოდში. ამისათვის, უპირველეს წინაპირობას წარმოადგენს ლიდერისა და დაქვემდებარებულის შეგრძნება, რომ ინვესტიცია ქმნის ღირებულებას ორივესთვის და შედეგად მოაქვს ხილვადი და სტაბილური გაუმჯობესება.

პროგრამა წარმოგიდგენთ, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ზემოთხსენებულ შედეგს: შესრულებაზე სათანადო დაკვირვებით, ნდობის ატმოსფეროს შექმნით, ქოუჩინგის განხილვებისას საერთო შეცდომების თავიდან აცილებით და ადეკვატური ენის გამოყენებით, უფრო მეტიც, ინდივიდის თვისებებზე ყურადღების გამახვილებით. კარგი ქოუჩები მონდომებული და მოტივირებული გუნდების წარმატებული ლიდერები იქნებიან.

პროგრამის დასასრულს მონაწილეები შეძლებენ: გაცნობიერებულად გამოიყენონ ლიდერობის ქოუჩინგის ტექნიკები, მენეჯერები შეძლებენ შექმნან ნამდვილი ღირებულება საკუთარი თავისთვის და დაქვემდებარებულთათვის.

წინაპირობა ლიდერობის საფუძვლების სატრენინგო კურსი


პოტენციური შემდგომი კურსები

  • მოტივაცია 3.0 – შინაგანი ძალა
  • გუნდის ეფექტური მართვა
  • EQ – ემოციური ინტელექტი