ლიდერობა უსაფრთხოებისთვის

ლიდერობა უსაფრთხოებისთვის

 

პროგრამა „ლიდერობა უსაფრთხოებისთვის“ ფოკუსირებულია უსაფრთხოების კულტურის დანერგვისას მენეჯერების როლსა და მათს პასუხისმგებლობაზე.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ უსაფრთხო გარემოს შექმნა და ეფექტური ლიდერობის ხელშეწყობა არის თანამედროვე კომპანიების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. შრომის უსაფრთხოების დაცვა მხოლოდ მაღალი რისკის შემცველ ინდუსტრიებს როდი ეხებათ.

ყველაზე დიდი სირთულე კომპანიებისთვის არა უსაფრთხოების სისტემის შემუშავებაა, არამედ უსაფრთხოების კულტურის დანერგვა და მდგრადობაა. ამის მთავარი წინაპირობა კი იმის გააზრებაა, რომ უსაფრთხოებაში ჩადებული ინვესტიცია წარმოადგენს ღირებულებას და დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას უსაფრთხოების კანონით გათვალსიწინებული ვალდებულებების შესახებ და რეალურად შეძლებენ მიღებული ცოდნის გამოყენებას თავიანთ კომპანიებში შრომის უსაფრთხოების კულტურის დასანერგად.

ტრენინგის მიზნები:

  • დაეხმაროს მონაწილეების შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემების და მენეჯერის როლის გაცნობიერებაში
  • ხელი შეუწყოს შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვას ორგანიზაციაში
  • უზრუნველყოს თანამშრომელთა ჩართულობა HSE სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებაში

ტრენინგის თემები :

  • არსებული რეალობა – სიახლები კანონდებლობაში და რეგულაციებში
  • შრომის უსაფრთხოების მართვის მიზეზები – უსაფრთხოების დაცვა, ინვესტიცია წარმატებისთვის
  • შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა – მენჯერის როლი და პასუხისმგებლობები ლიდერობა სისტემის ეფექტურობისთვის
  • შრომის უსაფრთხოების კულტურა – პრევენციის კულტურა დასჯის კულტურის საპირწონედ
  • კომუნიკაცია, თანამშრომლობა, კომპეტენცია და კონტროლი – დასაქმებულთა ჩართულობა სისტემის ეფექტურობისთვის
  • რისკის შეფასება და რისკის კონტროლი – შვეიცარული ყველის პრინციპი
  • სამუშაო ადგილის საერთო საფრთხეები – საფრთხის აღიარება, ანალიზი და პრევენცია
  • უბედური შემთხვევები და ინციდენტები – ინციდენტების პირამიდა, ადამიანური ფაქტორი და აღქმის მახეები
  • შრომის უსაფრთხოების შესრულების მონიტორინგი და განხილვა

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (16 საათი)

სწავლების ენა – ქართული  ან/და ქართულ-ინგლისური.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდით: info.georgia@develor.com