ლიდერობა – ამუნდსენის შთაგონებით

თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა

თქვენს მენეჯერებს უამრავი ტრენინგი აქვთ გავლილი და გეუბნებიან  „აღარ გვინდა მორიგი, არაფრის მომცემი, ლიდერობის ტრენინგი?“   ჩვენ მოვუყვებით მათ შთამბეჭდავ ისტორიას წარმატებულ ლიდერსა და მის გუნდზე, რომლებმაც გაუსაძლისი პირობების მიუხედავად მიაღწიეს წარმატებას კარგი სტრატეგიის და მომზადების, რისკზე წასვლის სურვილის, კარგი ლიდერის და მიზანზე ფოკუსირების წყალობით. ჩვენ მიმოვიხილავთ თუ რა დაბრკოლებების გადალახვა მოუხდათ მათ და დავაკავშირებთ ამას თანამედროვე ბიზნეს სამყაროსთან, ყოველდღიურ სირთულეებთან, რომლებსაც მონაწილეები აწყდებიან.

Amundsen kép3

ამუნდსენის თუ სკოტის გზას აირჩევთ? ტრენინგის მთავარი ნაწილი (აღსრულების ფაზა) მოიცავს პრაქტიკულ აქტივობას, როდესაც მონაწილეები იყოფიან გუნდებად და ეჯიბრებიან ერთმანეთ სამხრეთ პოლუსის დაპყრობაში, ამასთან, მათი მიზანია ბანაკში ცოცხლები დაბრუნდნენ. თითოეულმა გუნდმა უნდა აირჩიოს ლიდერი, მოამზადოს სტრატეგია და წინასწარ დადგენილი ფინანსური სახსრების ფარგლებში შეიძინოს საჭირო რესურსი (საკვები და ძაღლები). მოგზაურობის პერიოდში მათ, რეალური ამბის მსგავსად,  გზად დაბრკოლებები ხვდებათ: ცუდი ამინდი და გაუთვალისწინებელი მოვლენები.

წარმატების მიღწევის მიზნით, მონაწილეებს უწევთ სავარჯიშოების სხვადასხვა დონეზე შესრულება. სიტუაციური სავარჯიშოების შესრულებისას, მთავარი ფოკუსი ლიდერული უნარების განვითარებაზეა (მაგ.: უკუკავშირის მიცემა, სიტუაციური ლიდერობა). სავარჯიშოები ადაპტირებულია ექსპედიციის  სიმულაციურ პირობებზე.   მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მოიპოვონ დამატებითი ფინანსები, რაც დამოკიდებულია სავარჯიშოს შესრულოების ხარისხზე. ბოლო ფაზაში კი ხდება ექსპედიციის ფინანსური ეფექტურობის შეფასება. შეჯამების ფაზაში მონაწილეები მიღებულ უნარებს უკავშირებენ ბიზნეს სირთულეებს  და ქმნიან სამოქმედო გეგმას.

პროგრამის დასასრულს მონაწილეებს გააზრებული ექნებათ მიზნის მისაღწევად, საჭირო ლიდერული უნარების გამოყენების აუცილებლობა, რასაც შემდგომ თავისი სტრატეგიის ნაწილად აქცევენ.