ლიდერობა გაძლიერების გზით

მიუხედავად იმისა, რომ ლიდერობაში ტერმინი „გაძლიერება“ საკმაოდ პოპულარულია, ცოტა ლიდერმა თუ იცის სინამდვილეში რას გულისხმობს ის და კიდევ უფრო ნაკლებ ლიდერს აქვს წარმოდგენა თუ როგორ უნდა გამოიყენოს ის პრაქტიკაში. სინამდვილეში კი, საკმაოდ დიდი სარეგებლი შეიძლება მოუტანოს აღნიშნულმა მიდგომამ ორგანზიაციას, კომპანიებს მხედველობაში უნდა ჰქონდეთ, რომ მას დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია.

Leadin-through-empowerment2

 „გაძლიერების“  დადებითი მხარე კარგად არის ცნობილი; „გაძლიერებულმა“ თანამშრომლებმა კარგად იციან რას ელიან მათგან, თუ რა წვლილი შეაქვს მათ შესრულებას კომპანიის წარმატებაში და ისინი ანგარიშვალდებული არიან მიიღონ  სამსახურთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. მაგრამ, როგორ უნდა მივაღწიოთ ამ ყოველივეს? როგორ უნდა „გავაძლიეროთ“ თანამშრომლები? საერთოდ შესაძლებელია ეს? სინამდვილეში, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის გაძლიერებით ვაჩვენოთ მაგალითი და ამ გზით განვავითაროთ აღნიშნული კულტურა.

აღნიშნული პროგრამა კარგად გადმოსცემს თუ რისი მოტანა შეუძლია კომპანიისთვის გაძლიერებულ თანამშრომელს და თუ როგორ შეგვიძლია, ჩვენ, როგორც ლიდერებმა ხელი შევუწყოთ და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც „გაძლიერებულ“ კულტურას  ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ჩვენ განვიხილავთ ლიდერობის იმ მიდგომებს, პასუხისმგებლობებს და რჩევებს, რომელიც რეალურად დაგეხმარებათ აღნიშნული გარემოს შექმნაში.

პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს გააზრებული ექნებათ აღნიშნული კულტურის დანერგვის დადებითი მხარე, ეცოდინებათ რა სარგებლის მოტანა შეუძლია კომპანიისთვის საკუთარი თავის „გაძლიერებას“ და  „გაძლიერებული“ გარემოს შექმნას.