პროექტის მართვა

დღესდღეისობით, ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა გახდა სამსახურში დავალებების პროექტების სახით გადანაწილება. რომელ ბიზნეს სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს, კონკურენციის ზრდის გამო, წარმატებული პროექტის მენეჯერები უფრო და უფრო მომთხოვნები ხდებიან. პროექტის მენეჯმენტი არა დავალებები, რესურსები და დედლაინებია, არამედ უპირველეს ყოვლისა მასში ჩართული ადამინები.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პროფილით მუშაობს კომპანია, იქნება ეს საქონლის წარმოება თუ სერვისის მიწოდება,  პრინციპები ერთია: ეფექტიანი და არა დაძაბული ტემპით მუშაობა.  თუ თქვენ შეძლებთ პროექტის სწორად მართვას, არამხოლოდ დროის ეკონომიას გააკეთებთ, არამედ თქვენ კონკურენტებთან შედარებით უფრო მომგებიანიც იქნებით. სწორედ ამაში მდგომარეობს აღნიშნული ტრენინგი: ის გთავაზობთ სახელმძღვანელო პრინციპებს და მხარდაჭერას, რომ განავითაროთ პროექტის მართვისთვის საჭირო უნარები; მაგ: პროექტების განსაზღვრა, რისკების მართვა, ხარისხის, დროის და ღირებულების ოდენობის დადგენა, პროექტის მონიტორინგი, შესრულების კონტროლი და პროექტის წარმატებით დახურვა.

ამასთან, მრავალი წლის განმავლობაში, ასობით ადამიანი მუშაობს ბევრად დიდი, ბილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე პროგრამის განხორციელებაზე, პრინციპები კი არ განსხვავდება ორკირიანი პროექტის  პრინციპებისგან, თუნდაც ამ უკანასკნელში 1 თანამშრომელი იყოს. აღნიშნულ ტრენინგში შეთავაზებული მეთოდები და გადაწყვეტილებები სავსებით დაგეხმარებათ პროექტის განხორციელებაში, იმის  მიუხედავად მარტო მუშაობთ თუ დიდ გუნდთან ერთად, და იმის მიუხედავად თქვენი სამუშაო მხარდაჭერილია თუ არ არის კომპიუტერული დაგეგმარების პროგრამით.

პროგრამის დასასრულს მონაწილეებს ექნებათ უნარი გარდაქმნან იდეები პროექტებად, შეძლებენ პროექტის დიზაინს, მომზადებას და პროექტის სათანადოდ განხორციელებისათვის საჭირო.