კვლევაზე დაფუძნებული გაყიდვების პროცესი

გაყიდვებთან დაკავშირებული წინასწარი მოკვლევა მოთმინებასა და დაჟინებას მოითხოვს. გაყიდვების სპეციალისტები ხშირად იღებენ უარს და აწყდებიან წინააღმდეგობებს. გარდა ამისა, გაყიდვების მოლოდინის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და მნიშვნელოვანია სპეციალისტები საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ. გარიგების დასრულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში ბევრ სხვადასხვა ადამიანზე გავლენის მოხდენისათვის აუცილებელი იდეალური ქცევის ცოდნა.

acquisition2

კვლევაზე დაფუძნებული შესყიდვების კურსზე მონაწილეები სწავლობენ ყიდვის პროცესს, მის ეტაპებს და ახდენენ იდეალური ქცევის დემონსტრირებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გარიგების დასრულების შანსებს. შემდეგ ისინი სწავლობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ფორმალურად თუ არაფორმალურად უამრავი ადამიანია ჩართული, თითოეულ მათგანს განსხვავებული პასუხისმგებლობა და ინტერესი აქვს, რომელთაც გაყიდვების სპეციალისტებმა აუცილებლად უნდა უპასუხონ.

პროგრამის მეორე ნაწილში მონაწილეები შეისწავლიან ეტაპობრივ პრაქტიკულ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს წარმატების მაღალ ალბათობას შეხვედრის დათქმის მიღწევაში. უკვე შეხვედრაზე გაყიდვების სპეციალისტებს შეუძლიათ თავიანთი სანდოობის დემონსტრირება, მომხმარებელთა ნდობის მოპოვება და საკუთარი ღირებულების პოზიციონირება.

კურსი მნიშვნელოვნად ამცირებს გაურკვევლობის ფაქტორს ბიზნეს გაყიდვებში, ამცირებს გაყიდვების სპეციალისტების სტრესის ხარისხს და აძლევს მათ მკაფიო მიმართულებასა და რეკომენდაციებს წარმატების მიღწევისათვის.

პროგრამის დასასრულს მონაწილეები შეძლებენ:

გაცნობიერებულად ჩამოაყალიბონ მომხმარებლებთან ურთიერთობის სტრატეგია, დაიცვან გაყიდვების წინასწარი მოკვლევისათვის მზადების სტრუქტურირებული პროცესი, სამიზნე ორგანიზაციაში შეღწევის მიზნით მოახდინონ გადაწყვეტილებათა მრავალრიცხოვან მიმღებებთა მიმართ იდეალური ქცევის პერსონალიზება.

პოტენციური შემდგომი კურსები

კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგიული მართვა