ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო ქცევისათვის

ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო ქცევისათვის

 

ყველა ინციდენტის უკან ბევრი ფაქტორი და მიზეზია. ძალიან მარტივია გამოგრჩეს ის, რასაც არ ეძებ და რაზეც არ ფიქრობ…

დეველორის ტრენინგი “ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო ქცევისათვის” ჩვეულებრივი ტრენინგისგან განსხვავებით ფოკუსირებულია კომპანიებში შრომის უსაფრთხოების კულტურის შექმნაზე. ტრენინგზე მონაწილეები ნათლად დაინახავენ და გაიგებენ, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა მათს ინტერესებშია, რადგან ინციდენტების უმრავლესობა ხშირად ადამიანების მიერ დაუფიქრებლად დაშვებული შეცდომებით არის გამოწვეული.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ინციდენტების პრევენციის ან მინიმუმადე დაყვანის მეთოდებს და მოახერხებენ რთული, სარისკო სიტუაციების მართვას.

პროგრამის დასასრულს მონაწილეებს კარგად ექნებათ გაცნობიერებული, რომ ხშირად ინციდენტების უკან ადამიანების მიერ დაშვებული შეცდომებია, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია მეტი ყურადღების და გაცნობიერებული ქცევითი ჩვევის გამომუშავებით.

კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე (16 საათი)

სწავლების ენა – ქართული  ან/და ქართულ-ინგლისური

პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტაზე: info.georgia@develor.com