სტრატეგიული კლიენტების მართვა

აღნიშნული კურსი უზრუნველყოფს ბიზნეს გაყიდვების სპეციალისტთა ცნობიერების ამაღლებას ახალი მომხმარებლების მოზიდვის ან არსებულ მომხმარებელთან უფრო სიღრმისეული ურთიერთობის დამყარების კუთხით. შეძენილ თეორიულ ცოდნას მონაწილეები დაუყოვნებლივ გამოიყენებენ პრაქტიკულად მათი ყოველდღური ცხოვრებიდან მოძიებული „case study” – ს მაგალითზე.

მიუხედავად კომპანიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ბიზნეს გაყიდვების ყველა სიტუაციას მსგავსი გამოწვევები ახასიათებს: როგორ შეუძლია ჩვენს ორგანიზაციას მოიზიდოს მთავარი პოტენციური კლიენტები და როგორია მათ საქმიანობაში ჩვენი ჩართულობის მაქსიმალური ხარისხის მიღწევის შესაძლო გზები?

წარმატებულმა კომპანიებმა იციან, რომ ეს მომხმარებლის ორგანიზაციაში მომუშავე ინდივიდების საშალებით ხდება. ადამიანები ადამიანებისგან ყიდულობენ, ამდენად, გრძლევადიანი წარმატებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს კლიენტთა კომპანიაში, რა არის ამ ადამიანის მთავარი მოტივები, ვინ ახდენს გავლენას გადაწყვეტილებებზე და რას ანიჭებენ ისინი უპირატესობას. გარდა ამისა, მნიშვენლოვანია ვიცოდეთ, როგორ აღგვიქვამენ ჩვენ და ჩვენს მომსახურებას ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს პროდუქტს იყენებენ. ყოველივე ეს მოითხოვს სისტემურ მიდგომას, საგულდაგულო დაგეგმვასა და ურთიერთობების გაცნობიერებულ მართვას.

კურსის განმავლობაში, მნიშვნელოვან თეორიებთან ერთად, მონაწილეები მოამზადებენ ქეისებს თავიანთი ორი მომხმარებლისათვის “დეველორის მომხმარებლის მატრიცაში” და შეიმუშავებენ სტრატეგიებს, რომელთა განხორციელებაც კურსის დამთავრებისთანავე შეეძლებათ.

პროგრამის დასასრულს მონაწილეები შეძლებენ დაგეგმონ თავიანთი ქმედებები სტრაგიულად მნიშვნელოვანი კლიენტების მიმართ და გაცნობიერებულად განახორციელონ მოცემული გეგმა გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეხვედრებზე

წინაპირობები

გაყიდვების პრინციპები
გაყიდვების საკონსულტაციო პროცესი

პოტენციური შემდგომი კურსები

  • სამუშაო ადგილზე სწავლება (ინდივიდუალური ქოუჩინგი)
  • კონსულტირება კლიენტებთან ურთიერთობის მართვის საკითხებზე
  • მოლაპარაკებების უნარების განვითარების კურსები