EnterTraining


დეველორის უნიკალური EnterTraining სისტემა წარმოადგენს ონლაინ ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს გაფართოვებული სწავლების კონცეფციას. მოსამზადებელ ეტაპზე, ნებისმიერი ტრეინინგის დაწყებამდე მონაწილეები შედიან ონლაინ პლატფორმაზე, რათა გაეცნონ მასალებს, უყურონ მამოტივირებელ ვიდეო რგოლებს ან მოახდინონ მათი ამჟამინდელი საქმიანობის დემონსტრირება პრე-ტესტის მეშვეობით. სასწავლო ჯგუფის ფორმირება ჯერ კიდევ კურსის დაწყებამდე ხდება, ვინაიდან მონაწილეები ერთმანეთს ეცნობიან “ივენთ ჰოლში”. “შემაფასე მე” ფუნქცია მონაწილეებს აძლევს შანსს წინასწარ მიიღონ ობიექტური აზრი გასაძლიერებელ კომპეტენციებთან მიმართებაში მათი ამჟამინდელი შესაძლებლობების შესახებ.

კურსის განმავლობაში მონაწილე აგრძელებს მონაწილეობას ონლაინ ტესტებსა და კენჭისყრაში. სწავლება წახალისებულია კონკურენტული შეფასების სისტემით, შესაბამისად მონაწილეს შეუძლია თავისი ნიშნები ჯგუფელის ნიშნებს შეადაროს. ტრადიციულ სიტუაციურ სავარჯიშოებს ახლავს სწრაფი უკუკავშირის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს უკუკავშირის გრძელვადიანობას და მნიშვნელოვნებას. მოტივაცია და კონკურენცია ქმნის თამაშის განცდას, რაც სწავლის პროცესს უფრო აზარტულს და დასამახსოვრებელს ხდის.

კურსის დასასრულს ან მის შემდეგ მონაწილეები აღწერენ, თუ როგორ აპირებენ მიღებული კომპეტენციების გამოყენებას პრაქტიკაში. მოხდება მოცემული ინფორმაციის ჩანიშვნა ქოუჩების და მხარდამჭერების მიერ და სისტემაში მისი მუდმივი მონიტორინგი.

EnterTraining ეფუძნება ორ სავსებით მართებულ დაკვირვებას:

1) “ადამიანებს უყვართ თამაში” – თამაშის ელემენტები, კონკურენცია, ქულები და ჯილდო გათვალისწინებულია EnterTraining – ის დიზაინში, ამიტომ მონაწილეები ერთვებიან პროცესში მათ მიერ ინვესტირებული ენერგიის გაცნობიერების გარეშე.

2) “პროგრესი ცვლილების საუკეთესო მოტივატორია” – ვიზუალური სტატისტიკა, სქემები და გრაფიკები ახდენენ ინდივიდის/გუნდის განვითარების მონიტორინგს და გაზომვას და მონწილეებში იწვევენ მიღწევის განცდას

HR სპეციალისტი იღებს გამოხმაურებებსა და ანგარიშებს მონაწილეების პროგრესსა და მიღწევებზე, რაც უზრუნველყოფს სწავლების მტკიცებულებას დამოკიდებულებებისა და მიღწევების ზუსტი აღწერით.

HR ფუნქცია იღებს მიმოხილვებსა და ანგარიშებს მონაწილეთა პროგრესისა და მიღწევების შესახებ, რითაც ქმნის სასწავლო დამოკიდებულებებისა და შესრულების არნახული სიზუსტით წარმოდგენილ სწავლის მტკიცებულებას. ეს უზრუნველყოფს შემდგომი ჩარევის ზუსტ მიზნობრიობას.

EnterTraining არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია, რომელიც მხარს უჭერს დეველორის უპირველეს მიზანს გახადოს სწავლა საინტერესო, ცვლილება მართვადი, შედეგები კი გაზომვადი.

გაიგეთ მეტი EenterTraining პლატფორმის შესახებ აქ.