თანამშრომლების ჩართულობა

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი საკონსულტაციო კომპანია, რომლებიც იკვლევენ თანამშრომლების ჩართულობის დონეს და ზოგი კომპანიები, რომლებიც ატარებენ სატრენინგო კურსებს ლიდერობის განვითარების გზით თანამშრომლების ჩართულობის გასაზრდელად, დეველორის პროგრამას აქვს რამდენიმე უნიკალური მეთოდოლოგიური მიდგომა:

  • ცხადი მოლოდინების და ამოცანების განსაზღვრა და “თანამშრომლის მონდომების დონეზე” დაყრდნობით საკვაძო ინდიკატორების შემუშავება, გარანტირებულად უზრუნველყოფს პროგრამის გაზომვად წარმატებას.
  • როცა საკონსულტაციო კომპანიების უმრავლესობა ცდილობს თანამშრომელიბის ჩართულობის დონის გაზრდას ლიდერობის განვითარების გზით, დეველორს სჯერა იმის, რომ თანამშრომლები თანაბრად არიან თავის ჩართულობაზე პასუხისმგებლები. .
  • დიდი ყურადღება ექცევა „ჩართულობაზე ორიენტირებულ ლიდერობის საოპერაციო მოდელის” და “თანამშრომლების ჩართულობის შემანარჩუნებელი სისტემის” დიზაინს, რაც უზრუნველყოფს მდგრად ქცევით ცვლილებებს, როგორც მენეჯრეულ ასევე თანამშრომლების დონეზე.
  • ხანგრძლივი გაზომვა და განხორციელების მხარდამჭერი ინსტრუმენტები უზრუნველყოფს პროგრამის გრძელ-ვადიან განხორციელებას.

ჩვენი პროგრამის მონახაზი

1)    არსებული ჩართულობის დონის და შესაბამისი პროცესების შეფასება, და გაზმოვადი ამოცანების დასახვა.

2) “ლიდერობის საოპერაციო მოდელის” და “თანამშრომლების ჩართულობის შემანარჩუნებელი სისტემის” დიზაინი; კრიტიკული ქცევების განსაზღვრა როგორც მენეჯერებისთვის ასევე მათი თანამშრომლებისთვის.

3) კრიტიკული ქცევის მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება მდგრადობის უზრუნველსაყოფად: თანამშრომლების ჩართულობის მხარდამჭერი Lean LEAN© მექანიზმების, პროცესების და სისტემების განვითარება.

4) “ლიდერობის საოპერაციო მოდელის” და “თანამშრომლების ჩართულობის შემანარჩუნებელი სისტემის” განხორციელება

5)      ჩართულობის მუდმივი მონიტორინგი დეველორის მონიტორის დახმარებით.

რა არის თანამშრომლების ჩართულობა

ჩართულობა შესაძლებელია განვსაზღვროთ კომპანიაში არსებული პრაქტიკის შესწავლის შედეგად. საკმოაოდ ცოტა რაოდენობის კომაპია ატარებს თანამშრომლების კმაყოფილების კვლევას და მათთვის შედეგი მისაღებია თუკი იქრკვევა, რომ თანამშრომლების არიან კმაყოფილი თავიანთი სამსახურით. თუმცა, ჩართულობა კმაყოფილებაზე უფრო მეტია. ჩვენ ვხედავთ კომპანიებს კმაყოფილი თანამშრომლებით, რომლებიც ასრულებენ თავის სამუშაობს 10:00-დან 18:00-მდე იმ ანაზღაურების სანაცვლოდ რაც მათ ეკუთვნით. ისინი გვაჯერებენ, რომ არიან კმაყოფილები, თუმცა მოისმენენ კონკურენტი კომპანიების ოდნავ უკეთესი ანაზღაურების შეთავაზებას. ზოგი კომპანია ზომავს თანამშრომლების ბედნიერებას და მათ შესაძლოა აღმოაჩინონ, რომ თანამშრომლები არიან ბედნიერი სამუშაო გარემოთი, კოლეგებით, გუნდის შეკვრის ღონისძიებებით, თუმცა კომპანიის საკეთილდღეოდ ბოლომდე მაინც არ იხარჯებიან.  ჩართული თანამშრომელი ინტრისტიკულად ერთგულია კომპანიის ღირებულებების და ამოცანების, ცდილობს შესრულების დონის გაუმჯობესებას და ხედავს, რომ კომპანიის მიზნებისთვის ყოველდღიური კონტრიბუცია ასაზრდოებს მის განვითარებას და ამაღლებს მის თვითშეფასებას.

თანამშრომლების ჩართულობის მნიშვნელობა

ჩართული თანამშრომლებს აქვთ სურვილი გაიღონ უფრო მეტი ძალისხმევა, რადგან უკეთ შეასრულონ დავალება. ჩართული მენეჯერი წყვეტს სამსახურებრივ საკითხევს როდესაც იგი ზის საჭესთან, არა იმიტომ, რომ იგი ვალდებულია, არამედ იმიტომ, რომ მას ეს სიამოვნებს. ჩართული თანამშრომელი DIY ტიპის მაღაზიაში ღებულობს სიამოვნებას მომხმარებელს დაეხმაროს საუკეთესო საღებავის და ფუნჯის არჩევაში.  ჩართული გაყიდვების სპეციალისტი ავტოსალონში იღებს პასუხიმსგებლობას შეამოწმოს მანქანის ყველა დეტალი და მძღოლს შესთავაზოს გადაწყვეტა იმის მიუხედავად ამის შესახებ მძღოლმა მას თხოვა თუ არა.

არავის გაუკვირდება, თუ რატომ აღმოაჩინა Hay Group-მა იმის შესახებ რომ იმ კომპანიებში, სადაც თანამშრომლები აქტირად არიან ჩართულები, პროდუქტიულობის დონე 43%-მდე უფრო მაღალია. ჩართული თანამშრომლები ხელს უწყობენ მომხმარებლის გამოცდილების მაღალ დონეს, ხოლო მომხმარებლის გამცდილების მაღალი დონე უზრუნველყოფს მეტ ერთგულ მომხმარებელს, რაც ამავდროეულად უზრუნველყოფს გაყიდვების გაუმჯობესებას.