ჩვენ შესახებ

დიაგნოსტირება – ჩვენ ვახორციელებთ არსებული მდგომარეობის საფუძვლიან შესწავლას ნებისმიერი განვითარების პროგრამის დაწყებამდე. დიაგნოსტირებისას ჩვენ ვაკვირდებით არსებულ ქცევებს, რუტინებს, პროცესებს და დამოკიდებულებებს. დიაგნოსტირების მეშვეობით ჩვენ ვახდენთ ჩვენი სატრენინგო პროგრამების მომხამრებლის საჭიროებებზე მორგებას.

კონსულტირება – ჩვენ ხელს ვუწყობთ სწავლისა და განვითარების ინიციატივებით მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით ბიზნეს მფლობელების მოლოდინების განსაზღვრას და შესაბამისად ვადგენთ პროგრამებს. ჩვენ გეხმარებით ურთიერთდაკავშირებული პროცესებისა და სისტემების გაუმჯობესებაში სასურველი შედეგების მისაღებად.

ტრეინინგი – ჩვენ ვქმნით და ვატარებთ დინამიკურ, შესაბამის და პრაქტიკულ სატრენინგო პროგრამებს, ვახდენთ მონაწილეთა მიერ მიღებული ცოდნისა და უნარების სამუშაო ადგილზე პრაქტიკული გამოყენების წახალისებას და მათი საქმიანობის განხორციელების პროგრესის სტიმულირებას.

ქოუჩინგი – ჩვენ ვუზრუნველყოფთ პერსონალურ მხარდაჭერას პიროვნული ქცევითი ცვლილების პროცესში, რომელიც თან ახლავს ყველა ხარისხიან სასწავლო და განვითარების პროექტს.

დეველორთან ერთად, თქვენი სწავლისა და განვითარების პროექტები პოზიტიურ და გაზომვად გავლენას მოახდენს თქვენს ბიზნეს შედეგებზე.

დეველორთან ერთად სწავლა საინტერესოა, ცვლილება – მართვადი, შედეგები კი გაზომვადი.