ჩვენი მიდგომა

სატრეინინგო და საკონსულტაციო ორგანიზაციებს კომპანიები ყველაზე ხშირად ადამიანების კომპენტეციების განვითარების ან ორგანიზაციის თუ დეპარტამენტის რესტრუქტურიზაციის საჭიროებით მიმართავენ.

ჩვენ უპირველეს ყოვლისა წარმატებაზე ვფიქრობთ.

დეველორის მიდგომა “იფიქრე წარმატებაზე” კირკპატრიკის მეთოდოლოგიას ეფუძნება. პროფესიონალების დიდი ნაწილი კირკპატრიკის ოთხ დონეს განიხილავს, როგორც მხოლოდ გაზომვის ინსტრუმენტს, მაშინ, როცა დეველორი, როგორც კირკპატრიკის სერტიფიცირებული მომხმარებელი, იყენებს მას როგორც დაგეგმვისა და გაზომვის ინსტრუმენტს.

განვითარების პროგრამის შედგენისას ჩვენ ვთხოვთ კლიენტებს განსაზღვრონ, თუ შესრულების როგორი ინდიკატორების დემონსტრირებას ელიან სამიზნე ჯგუფისგან. ამდენად, პირველ რიგში ვახდენთ მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრას, სატრეინინგო პროგრამის შინაარსის შემუშავება კი მოსამზადებელი ეტაპის მხოლოდდამხოლოდ ბოლო ნაბიჯია.

პროექტის გაზომვად მიზანზე შეთანხმებისთანავე შეგვიძლია განვსაზღვროთ ყველა შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფის შესაცვლელი კრიტიკული ქცევა. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრძელვადიან ცვლილებას და პოზიტიურ ბიზნეს ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუკი არსებობს ახალი ქცევების მხარდამჭერი სტრუქტურირებული სახელმძღვანელო, ამდენად, პროცესის შემდგომ ნაბიჯს “ძირითადი მამოძრაველების” განსაზღვრა წარმოადგენს.

სატრენინგო კურსის შემუშავება სწორედ ამ მომენტში, ზემოთჩამოთვლილი პროცესების დასრულების შემდეგ იწყება. ჩვენი სატრენინგო კურსები შექმნილია კრიტიკული ქცევების სწავლებისათვის.

სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ორგანიზაციებმა დანერგონ ძირითადი მამოძრავებლები თანამშრომლების მიერ ახლადშეძენელი უნარების სამუშაო ადგილზე გამოყენების მონიტორინგის, გაძლიერებისა და წახალისებისათვის. ზემოთჩამოთვლილი ზომების ერთობლიობა უზრუნველყოფს სასურველ შედეგს. ჩვენ მზად ვართ შევაფასოთ ჩვენი მუშაობა წინასწარ განსაზღვრული სისტემით და დავეხმაროთ ჩვენს HR კონტაქტებს, მოახდინონ ნებისმიერი სახის განვითარების პროგრამასთან მიმართებაში შექმნილი ღირებულების დემონსტრირება, იქნება ეს ლიდერობა, გაყიდვები თუ შესაძლებლობათა განვითარება.

დეტალური ინფორმაციისათვის “იფიქრე წარმატებაზე” მიდგომისა და მისი პრაქტიკული განხორციელების შესახებ, იხილეთ წარმატების ისტორიები.