გამოწვევები რომლებსაც ჩვენ ვპასუხობთ

როგორ შეაქვს დეველორს წვლილი თქვენს პიროვნულ ან ორგანიზაციულ ზრდაში? რა გამოწვევების გადაჭრა შეგვიძლია?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიციიდან კითხულობთ აღნიშნულ გვერდს:

თუ თქვენ ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალი ხართ, თქვენი ბიუჯეტის გონივრულად განკარგვა და სახსრების ამგვარი მართვის მტკიცებულების ქონა თქვენი უმნიშნელოვანესი ამოცანებია. დეველორის ღირებულებათა ჯაჭვის მეთოდოლოგიის მეშვეობით დეველორი მტკიცებულებათა ჯაჭვით პირდაპირ აკავშირებს სატრენინგო და საკონსულტაციო ძალისხმევას მიღწეულ ბიზნეს შედეგებთან. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ პროგრამის ღირებულების გამოხატვას გაზომვად ფორმატში შეძლებთ. მოცემული მტკიცებულება უზრუნველყოფს ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის და სწავლისა და განვითარების ფუნქციების დაფასების უფრო მაღალ ხარისხს. აღნიშნული მიდგომის მტკიცებულებების სანახავად იხილეთ ჩვენი წარმატებული პროექტების გვერდი.

თუ თქვენ ადამიანურ რესურსების მართვის პროფესიონალი ხართ, შესაძლოა დაგაინტერესოთ დეველორის მსოფლიო დონის მრავალფეროვანმა სატრენინგო და საკონცულტაციო პორტფოლიომ ოთხი მიმართულებით (ლიდერობის გაუმჯობესება, გაყიდვების გაძლიერება, შესაძლებლობათა განვითარება და ორგანიზაციული სრულყოფილება). სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირი ხელს შეუწყობს ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების დადებით აღქმას. დეველორის ლეგენდარული მომსახურების ხარისხი და გაფართოებული სწავლების მიდგომა სწავლას მონაწილეებისათვის სასიამოვნოს და საინტერესოს ხდის.

თუ თქვენ ბიზნეს ლიდერი ხარ, თქვენი მიზანია ბიზნესის შესრულების მთავარი ინდიკატორების შესრულება. “გაზომვადი შედეგების” სლოგანის გამოყენებით შესაძლებელია დეველორის პროგრამებს მიბმა თქვენს მოლოდინებთან გაზომვად ფორმატში, ამდენად უკვე პროგრამის დასაწყისში შეგიძლიათ თვალნათლივ ნახოთ, თუ როგორ ახდენს გავლენას დეველორის პროგრამები თქვენს მთავარ ინდიკატორებზე, რაც თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ნებისმიერ წარმატებულ პროექტს, სადაც დეველორმა უზრუნველყო კლიენტის ბიზნეს მოლოდინების მიღწევა და პირდაპირ შეიტანა წვლილი გაყიდვებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდაში, უზრუნველყო ადამიანების კომპეტენციის დონის გაზომვადი ზრდა.

თუ თქვენ მონაწილე ხართ, შესაძლოა გსურდეთ გაიგოთ, თუ როგორ ხდის დეველორი სწავლას საინტერესოს, ცვლილებას მართვადს, შედეგებს კი გაზომვადს. ძალიან მნიშვენლოვანია, რომ თქვენ მიერ საკუთარი თავის განვითარებაში ინვესტირებული დრო იყოს არამხოლოდ შინაარსობრივად მომგებიანი არამედ სასიამოვნოც. თავისი უნიკალური ონლაინ პლატფორმის – Entertraining-ის მეშვეობით დეველორი სწავლას სახალისოს ხდის.

მეტი ინფორმაციის მისაღებად დეველორის მიერ კომპეტენციების განვითარების სფეროების შესახებ, იხილეთ ჩვენი პროდუქტების პორტფოლიო.