X-სწავლების კონცეფცია


“სწავლა არის არა ღონისძიება, არამედ პროცესი” – სულ უფრო მეტი ორგანიზაცია აღიარებს ბრინკერჰოფის კვლევის გავლენას: ადამიანის განვითარების ნებისმიერი ღონისძიების ეფექტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას ვაკეთებთ სწავლამდე და მის შემდეგ. დეველორის გაფართოებული სწავლების კონცეფცია ახანგრძლივებს სასწავლო პროცესს დროში და აღრმავებს მას.

დეველორი მნიშვნელოვან ძალისხმევას დებს ქცევითი ცვლილების განხორციელებისათვის როგორც მონაწილეების, ასევე ორგანიზაციის მომზადებაში. ჩვეულებრივი მოსამზადებელი ინტერვიუებისა და ონლაინ კითხვარების გარდა დეველორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ზუსტი საჭიროებების შესწავლასა და მონაწილეთა ქცევის ამჟამინდელი დონის ანალიზს დიაგნოსტირების ინსტრუმენტების მრავალფეროვანი ნაკრების მეშვეობით. არსებული მიზანი და მიზნობრივი ჯგუფი განსაზღვრავს ცვლილების განხორციელების სწორ ინსტრუმენტებს, იქნება ეს კომპეტენციების შემოწმება, მისტერიული ყიდვა, 360 გრადუსიანი შეფასება თუ განვითარების ცენტრები.

კომპლექსური განვითარების პროექტის შინაარსის შემუშავება იწყება ბიზნესის ისეთი შესრულების მთავარი ინდიკატორების (KPI) განსაზღვრით, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას; სწორედ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ხდება იმ კრიტიკული ქცევების გამოვლენა, რომელთა განვითარებაც აუცილებელია მოსალოდნელი შედეგის მისაღებად. დეველორის პროფესიონალები ხელმძღვანელობენ კირკპატრიკის დაგეგმვის მექანიზმის ლოგიკით, რათა უზრუნველყონ ჩვენი პროგრამების ორგანიზაციული გავლენა.

ცვლილების მართვის ელემენტების როლია წარმოშვან ამჟამინდელ პრაქტიკაში ცვლილებების შეტანის სურვილი. ანალოგიურად, ჩვენ ვუზრუნველყოფთ რომ ორგანიზაციას, პირდაპირ მმართველებს, თანამშრომლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ახლებური ქცევისადმი კეთილგანწყობილი და მხარდამჭერი დამოკიდებულება ჰქონდეთ.

ტრეინინგის დასრულების შემდეგ გამოიყენება ქცევის დამკვიდრების მხარდაჭერის ინსტრუმენტები, პროცესები, სისტემები და აქტივობები, რათა მოტივირებულმა მონაწილეებმა მოტივაცია და ვალდებულება წარმატებით გადაიტანონ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩვენ მიერ განხორციელებული მონიტორინგის სისტემა უზრუნველყოფს მუდმივი უკუკავშირის მიღებას როგორც ორგანიზაციისგან, ასევე მონაწილისგან , რადგან კარგად ვიცით, რომ ცვლილების ყველაზე დიდი მამოტივირებელი თავად ამ ცვლილების პროგრესია.

გაფართოებული სწავლების მიდგომის გააზრებული და სტრუქტურირებული გამოყენება უზრუნველყოფს პროგრამის მეშვეობით სასურველი ბიზნეს შედეგების ხელშეწყობას და ნათლად წარმოაჩენს პროგრამის მიერ ორგანიზაციისათვის შექმნილი ღირებულების უტყუარ მტკიცებულებას.

იხილეთ მოკლე ვიდეორგოლი გაფართოებული სწავლების კონცეფციაზე!