დიაგნოსტირება

ადამიანების განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის ანალიზისა და სხვა სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც გვაძლევს მკაფიო სურათს მიზნობრივი ჯგუფის არსებული მდგომარეობის, სასწავლო საჭიროებების და განვითარების შესაძლო ეფექტის შესახებ.

აღნიშნული ინსტრუმენტები განვითარების პროგარმის სამიზნე კომპეტენციების დონეს გაზომვადს ხდიან. ისინი წარმოაჩენენ ძლიერ მხარეებსა და განსავითარებელ სფეროებს, უზრუნველყოფენ სანდო საფუძველს განვითარების მიმართულებების განსაზღვრისათვის და მომავალი გაზომვის შესაძლებლობის არსებობით, ქმნიან განვითარების პროგრამის გავლენის შეფასების საფუძველს.

დეველორის მომსახურების მრავალფეროვან პორტფოლიოში წარმოდგენილია დიაგნოსტირების რამდენიმე დახვეწილი მეთოდი, რომლებიც პასუხობს ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, წარმატებით უწყობს ხელს და აფასებს განვითარების პროცესს.

დეველორი უზრუნველყოფს ინდივიდუალურ, გუნდურ და ორგანიზაციული დიაგნოსტირებას, რომელიც ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ მომხმარებელზე და სპეციფიურ საჭიროებაზე.