ლიდერობის განვითარება

ლიდერები ხდებიან ნამდვილი ლიდერები

ლიდერებს ასეთებად არამხოლოდ მმართველობითი იერარქია, არამედ ყოველდღიური პრაქტიკა და ბიზნესში მიღწეული წარმატება აყალიბებს. დეველორის ლიდერობის გაუმჯობესების მიდგომები ლიდერებს საშუალებას აძლევს გახდნენ უფრო გახსნილები სწავლისა და ცვლილებისადმი.

კომპეტენციაზე დაფუძნებული პროგრამები გამოყენებადია როგორც იერარქიული ნიშნით გამორჩეული, ასევე მომზადების სხვადასხვა დონის მქონე ჯგუფების მიმართ და ითვალისწინებს მონაწილეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და თავისებურებებს. შეფასების ინსტრუმენტების ფართო არჩევანის მეშვეობით ჩატარებული წინასწარი და შემდგომი შეფასება ინდივიდუალური და ჯგუფური ქოუჩინგის მომსახურებასთან ერთად ლიდერობის გაუმჯობესებას ხდის უფრო ხილვადს, ეფექტიანს და საჭიროებებზე მორგებულს.

დეველორის კურსები სხვადასხვა დონის მმართველობას მრავალფეროვანი მესიჯებით და სასწავლო მეთოდებით მოერგება და თითოეულ მიზნობრივ ჯგუფს მიუსადაგებს მისთვის ოპტიმალურ ხერხს. ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი ლიდერობის პროგრამები ეფუძნება Insight – ის პიროვნების ტიპოლოგიის უნიკალურ სისტემას.

დეველორის შესაბამისი პროდუქტები