ორგანიზაციული სრულყოფილება

სინერგიის ძალა

ყველაზე დიდ გავლენას ორგანიზაციის შედეგებზე ახდენს არა უბრალოდ ინდივიდები, არამედ ინდივიდებსა და გუნდებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობა. დეველორის ორგანიზაციული სრულყოფილების მიდგომები აფასებს და აუმჯობესებს გუნდის ეფექტიანობას, ქმნის დეპარტამენტთაშორის სინერგიას და ხელს უწყობს ორგანიზაციულ ცვლილებებს. თუმცა რთულია გააუმჯობესო ის, რაც ცხადად არ გვაქვს წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულებები გუნდის ან საორგანიზაციო სამუშაოს სუსტ მხარეებზე, მაგრამ მხოლოდ დამოუკიდებელ და პროფესიონალურ შეფასების ინსტრუმენტს შეუძლია მოგვცეს სათანადო საფუძველი იმისათვის, რათა დავგეგმოთ სამომავლო გაუმჯობესება გუნდის, დეპარტამენტისა თუ მთლიანად ორგანიზაციის დონეზე.

კორპორატიული კულტურისა და ჩართულობის კვლევა გვიჩვენებს ორგანიზაციის ნამდვილ სურათს, ხოლო ჩვენი უნიკალური „სოციალური რუკისა“ და „Insights – გუნდის ეფექტიანობის” ინსტრუმენტები იმავეს აკეთებს გუნდის ერთიანობისა და თანამშრომლობის შესაფასებლად.. გარდა ამისა, დეველორის სპეციალისტებს შეუძლიათ მრავალფეროვანი მომსახურების გაწევა გუნდის შეკვრის ღია ცის ქვეშ ორგანიზებული პროგრამებისა და ორგანიზაციული დიზაინის კარგად სტრუქტურირებული გრძელვადიანი პროექტების ჩათვლით.

დეველორის შესაბამისი პროდუქტები