დახურვა
 დახურვა

დეველორ საქართველო

    კონტაქტები
    მომავალი ივენტები
    Magazine  

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი
      დაგვიკავშირდით
    უკან დაბრუნება

    ეკატერინე ხოფერია

    ბიზნეს ქოუჩი

    თუ შენი მიზანი იდეალის მიღწევაა, თავიდანვე განეწყვე დამარცხებისათვის, რადგან იდეალი, უბრალოდ არ არსებობს და შესაბამისად მისი მიღწევა შეუძლებელია. სამაგიეროდ ნამდვილად არსებობს "უკეთესი მე"-ს მრავალი ვერსია და თუ მიზნად საკუთარი თავის გაუმჯობესებას დაისახავ, ეს აუცილებლად გამოგივა..

    ეკატერინეს აქვს 16 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 10 წელი ის მუშაობდა მენეჯერულ პოზიციებზე, ბიზნეს პროცესების და რისკების მართვის მიმართულებით.

    მისი მრავალსაფეხურიანი კარიერული ზრდის ისტორია დაიწყო საბანკო სფეროში საკრედიტო ექსპერტის სტაჟიორის პოზიციაზე და დასრულდა საქართველოს უმსხვილესი ჯანდაცვის ჯგუფის შვილობილი კომპანიის სს "ევექსის კლინიკების" კორპორაციული შესაბამისობის და რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციით.

    2019-2020 წლებში ეკატერინემ გადაწყვიტა პროფესიული არეალის გაფართოება და დაიწყო განვითარება ქოუჩინგის დისციპლინის მიმართულებით. ამ წლებში მან მოიპოვა ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიკაცია ქოუჩინგის და ნეიროლინგვისტური პროგრამირების განხრით.

    2020 წელს ეკატერინე ტოვებს სს „ევექსის კლინიკების“ მენეჯერის პოზიციას და იწყებს საკუთარი თავის განვითარებას ბიზნეს კონსულტანტის, ქოუჩის და ტრენერის როლებში. ეკატერინეს მთავარი მოტივაციაა ღირებული და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საზოგადოების და ცალკეული ადამიანების პიროვნულ, თუ პროფესიულ განვითარებაში.

    ექსპერტიზა

    • ინდივიდუალური ქოუჩინგი
    • პიროვნული განვითარება
    • გუნდის ფორმირება
    • კომპლექსური სისტემების და ამოცანების მართვა

    ენები

    ქართული, ინგლისური, რუსული

    დაკავშირება

     +995 595 113 034

     eka.khoperia@develor.com