დახურვა
 დახურვა

დეველორ საქართველო

    კონტაქტები
    მომავალი ივენტები
    Magazine  

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი
      დაგვიკავშირდით
    უკან დაბრუნება

    თინათინ ხოშტარია

    ბიზნეს ქოუჩი

    კორპორაციული კულტურა არის კომპანიის ზრდის და წარმატების ერთერთი ფორმულა..

    პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, რეკლამის სამყაროში აღმოჩნდა, სადაც 15 წელი სიყვარულით ემსახურა, იმ დროისთვის სრულიად ახალ სფეროს. დროსთან ერთად პრიორიტეტებიც გამოიკვეთა, რამაც განაპირობა საკუთარი სარეკლამო კომპანიის „ნოტა ბენე“ და შემდეგ „რედ ლაინი“ დაარსება.

    საკუთარი კომპანიის მართვის და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის პარალელურად, თიკა მუდმივად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში, რაც მოითხოვდა ერთდროულად - შემოქმედებითობას და რაციონალურობას. ეს გამოცდილება დროსთან ერთად ახალი გამოწვევების საფუძველი გახდა.

    2017 წელს გადაწყვიტა ბიზნეს გამოცდილება გაემდიდრებინა უახლესი თანამედროვე მეთოდების ცოდნით და დაეუფლა ახალ პროფესიას - ქოუჩინგს.

    როგორც ერიქსონის საერთაშორისო ქოუჩინგის უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩს (ECPCC), თიკას მეტი შესაძლებლობები მიეცა დახმარებოდა ადამიანებს საკუთარი თავის პოვნის, კარიერული გზის, რესურსების გამოყენების და წარმატების მიღწევაში.

    მისი სწრაფვა ადამიანის სიღრმისეული გაგებისკენ აქ არ დასრულებულა და 2018 წელს NLP სერტიფიცირებული სპეციალისტი გახდა. 2017 წლიდან ბიოგრაფიების ქოუჩი - ბიოგრაფიაზე მუშაობის სპეციალისტი, ანტროპოსოფიის საფუძველზე.

    პიროვნული და პროფესიული განვითარების პარალელურად, თიკას ანტერპრენერული შემართება ისევ მოქმედებაშია - 2020 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა ხარისხით და უნიკალური თვისებებით გამორჩეული საცხობების ქსელი „14 მარცვალი“, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც არის ამჟამად.

    ექსპერტიზა

    • ინდივიდუალური ქოუჩინგი
    • ორგანიზაციული კულტურა
    • სტარტაპები

    ენები

    ქართული, ინგლისური, რუსული

    დაკავშირება

     +995 597 470 848

     tinatin.khoshtaria@develor.com