დახურვა
 დახურვა

დეველორ საქართველო

    კონტაქტები
    Magazine  

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი
      დაგვიკავშირდით
    უკან დაბრუნება

    თამუნა ჩიჩუა

    ტრერნერი, პროგრამების დირექტორი, პარტნიორი

    გულწრფელობა არის ტრენერის ყველაზე ძლიერი იარაღი.. სიტყვა, რომელიც მოდის გულიდან, ხვდება გულს.

    პროფესიით ფსიქოლოგმა, სწავლის დამთავრებისთანავე მარკეტინგული კვლევების კომპანიაში დაიწყო მუშაობა და 20 წელი მისი კარიერა სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა. თვისებრივი სამომხმარებლო კვლევების პიონერია საქართველოში. მისი სწრაფი პროფესიული და კარიერული ზრდა ანალიტიკურობამ, ნდობის მოპოვების, ემპათიის უნარებმა განაპირობა.

    ტოპ მენეჯერული პოზიციის პარალელურად, 2007 წლიდან თამუნა, როგორც მოწვეული ლექტორი, კითხულობდა თავის საავტორო პროგრამას მარკეტინგულ კვლევებში. 2015 წელს გახდა კვლევითი საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი და მუშაობდა, როგორც კვლევითი კონსულტანტი. თუმცა მალე იგრძნო, რომ ცვლილებების დრო დადგა - ახალი ხედვები და გამოწვევები სჭირდებოდა.

    2016 წელს შეიძინა ახალი პროფესია - გახდა აკრედიტებული სერტიფიცირებული ქოუჩი (PCC). მიმართულებად აირჩია ემოციური ინტელექტი (EQCP) რადგან ფიქრობს, რომ თანამედროვე სამყაროს გამოწვევების დაძლევა ემოციური ინტელექტის განვითარებას საჭიროებს. დღეს უკვე რამდენიმე წარმატებული პროგრამის ავტორია ქოუჩინგის და ემოციური ინტელექტის თემაზე. აქვს პერსონალური ბლოგი.

    2016 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა პირველი ქოუჩინგის კომპანია საქართველოში და გახდა ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში ქოუჩინგის პროფესიის პოპულარიზაციას. 2021 წლიდან დეველორ საქართველოს პარტნიორი, პროგრამების დირექტორი და მთავარი ტრენერია. მისი როლია საერთაშორისო პროგრამების ადგილობრივი ბაზრისთვის შერჩევა და ადაპტირება.

    ექსპერტიზა

    • ემოციური ინტელექტი
    • განწყობის მართვა
    • ლიდერობა
    • ქოუჩინგური სტილი ლიდერობაში
    • ქოუჩინგი მართვაში
    • პიროვნული განვითარება

    გამოცდილება

    1998 - 2005GORBI, მთავარი ანალიტიკოსი, პროექტის მენეჯერი
    2005 - 2010ACT, კომერციული დირექტორი
    2013 - 2017ACT, ბიზნესის განვითარების დირექტორი
    2015 - 2021GROWIN, თანა-დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი
    2015Erickson Georgia, თანა-დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი
    2021Develor Georgia, პარტნიორი, პროგრამების დირექტორი

    განათლება

    1991 - 1996 თსუსოციალური ფსიქოლოგიის ბაკალავრი
    1998 - 2000 ფსიქოლოგიის ინსტიტუტისოციალური ფსიქოლოგიის ასპირანტურა
    2007 - ESMმარკეტინგული კომუნიკაციები
    2015 - Erickson Coaching Internationalქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება
    2017 - Six Seconds Global Networkემოციური ინტელექტის პრაქტიკოსი - EQCP
    2018 - Erickson Coaching Internationalტრენერთა ტრენინგი - საერთაშორისო დიპლომი
    2019 - Erickson Coaching Internationalმენტორინგის პროგრამა - PCC ხარისხი
    2019 - Erickson Coaching INternationalნეირო ლინგვისტური პროგრამირება - NLP პრაქტიკოსი

    ენები

    ქართული, ინგლისური, რუსული

    დაკავშირება

     +995 577 559 000

     tamuna.chichua@develor.com