გაყიდვების გაუმჯობესება

ადამიანები და პროცესები

გაყიდვების კომპეტენტური თანამშრომლები სასურველი შედეგების მიღწევას ახდენენ ეფექტიანი შიდა პროცესების პირობებში.

დეველორის გაყიდვების გაძლიერების სერვისები მიმართულია პიროვნული კომპეტენციების განვითარებისა და პროცესების, სისტემების და შესრულების მთავარი ინდიკატორების გაუმჯობესებისაკენ.

კირკპატრიკის სისტემაზე დაფუძნებული პროგრამების დაგეგვმა და განხორციელება უზრუნველყოფს ბიზნეს შედეგების გაზომვად ზრდას. შედეგად, გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების პროფესიონალებს შეუძლიათ შეინარჩუნონ და განავითარონ მომხმარებლები, გაზარდონ მომხმარებლების ერთგულების ხარისხი და მოიზიდონ ახალი კლიენტები. ყველა თემატური კურსი ეფუძნება დეველორის გაყიდვების მანდალას კომპლექსურ სისტემას, რომელიც ახდენს წარმატებული გაყიდვებისათვის საჭირო კომპეტენციების გამოვლენას თითოეული სპეციფიკური ბიზნეს სეგმენტისა და ყველა შესაძლო სახის გაყიდვისათვის. დამატებით, ლიდერებს შეეძლებათ მართონ და განავითარონ თავიანთი გაყიდვების პერსონალი ეფექტიანად და დინამიკურად.

დეველორის შესაბამისი პროდუქტები